in

TNET-ისა და Visa-ს ერთობლივი გრანდიოზული გათამაშება იწყება

TNET-ისა და VISA-ს პარტნიორობის ფარგლებში, წლის განმავლობაში ძალიან ბევრი სასიამოვნო შეთავაზება თუ ფასდაკლება ხორციელდება. თითოეული მათგანი კი მუდამ მორგებულია მომხმარებლის რჩეულ და საყვარელ პროდუქტებს თუ სერვისებს. ხოლო 2024 წელს ბრენდებმა საინტერესო და ძალიან აქტუალური გათამაშებების დანერგვაც დაიწყეს. სწორედ ამ წამოწყების ფარგლებში, 1-ელი აპრილიდან 31 მაისის ჩათვლით, TNET-ში შემავალ პლატფორმებზე Apple Pay-სა და Google Pay-ის მეშვეობით VISA ბარათით მინიმუმ 10-ლარის გადახდისას მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა, განსაკუთრებული პრიზები მოიგოს, მათ შორის: 

  • ავტომობილი – Volvo XC60 Denim Blue
  • 3 ცალი 5000-ლარიანი სამოგზაურო ვაუჩერი
  • 6 ცალი TKT Fly-ის 1000-ლარიანი ვაუჩერი
  • 20 ცალი TKT Fly-ის 500-ლარიანი ვაუჩერი
  • 20 ცალი Vendoo.ge-ის 500-ლარიანი ვაუჩერი

გათამაშების ბილეთების დასაგროვებლად, აუცილებელია, ნებისმიერი ბანკის VISA ბარათის მეშვეობით ტრანზაქცია შემდეგ პლატფორმებზე განხორციელდეს: 

  • Myauto
  • Mymarket 
  • Myhome 
  • Myparts 
  • Vendoo 
  • Livo 
  • TKT
  • Supper App

მომგებიანია TNET-ის პლატფორმებზე განხორციელებული ყოველი მე-500 ტრანზაქცია.

გათამაშების დასრულების შემდეგ, ჯამში, 50 გამარჯვებული გამოვლინდება. გამარჯვებულების გამოვლენა 14 ივნისს პირდაპირ ეთერში მოხდება. 

გაითვალისწინეთ, რომ გათამაშებაში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ სრულწლოვან ადამიანს (ფიზიკურ პირს), რომელიც ფლობს VISA ბარათს და არის საქართველოს რეზიდენტი. 

საგულისხმოა, რომ TNET-სა და VISA-ს პარტნიორობა დგას იმ ღირებულებებზე, რომელიც ორივე კომპანიას აერთიანებს და სადაც უმთავრესი ელემენტი ადამიანია. სწორედ ამიტომ, თითოეული აქტივობა, რომელსაც ბრენდები თავიან მომხმარებელს სთავაზობენ, მიზნად ადამიანების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებასა და გამარტივებას ისახავს.

[R]

როგორ შეიქმნა United Colors of Benetton-ის ფერადი სამოსის ბრენდი

Messenger-ში ალბომების შექმნა, HD სურათებისა და დიდი ფაილების გაგზავნა უკვე შესაძლებელია!