29
Oct
2014

Toshiba-ს ბილბორდი, რომელმაც აზიელი ხალხი გაანაწყენა

29 Oct 2014

ზოგჯერ ხდება, რომ ბრენდის და სარეკლამო სააგენტოს მიერ გაკეთებული რეკლამა მომხმარებლისთვის შეურაცხმყოფელია. სწორედ ასეთი შეცდომა Toshiba-ს მოუვიდა, როდესაც ხორვატიის ბაზარზე თავისი ახალი ტაბლეტის ბილბორდი გააკეთა.

ბილბორდი სააგენტო “Senor”-მა დაამზადა, მათ არც უფიქრიათ მომხმარებელი გაენაწყენებინათ. ბილბორდზე ტოშიბას ორი თხელი ტაბლეტი აზიური თვალების ანალოგად გამოსახეს, რაც აზიელებმა აღიქვეს, როგორც დამცინავი ამბავი.

ტოშიბამ კი თავი იმით გაიმართლა, რომ ის ერთადერთი იაპონური ბრენდია, რომელიც ხორვატიის ბაზარზეა წარმოდგენილი და ბილბორდის შესაბამისად აზიურ სტილში გააკეთეს, რათა  ბრენდის წარმომავლობისთვის ხაზი გაესვათ.

3

2

 

განხილვა