in

დღესდღეობით, რას ნიშნავს იყო მენეჯერი?

წელიწადზე მეტია, რაც პანდემიის პირობებში ვცხოვრობთ და სრულიად განსხვავებულია ჩვენი ყოველდღიური სამუშაო გარემო. ბევრი თანამშრომელი ჰიბრიდული მეთოდით მუშაობს, სხვები – დისტანციურად. უახლოეს მომავალშიც, პროგნოზებს თუ დავუჯერებთ, სამუშაო ძალის 46% ჰიბრიდულად იმუშავებს. იმისათვის, რომ Covid-19-ის გავლენა უკეთ გავიაზროთ, გაგაცნობთ კვლევას, რომლის ფარგლებშიც გამოიკითხა 3,049 თანამშრომელი და მათი ხელმძღვანელები, რომლებიც ონლაინ რეჟიმში და ჰიბრიდული მეთოდით მართავენ გუნდს. ასევე, გამოკითხეს 75 HR ლიდერი, მათ შორის 20 – საშუალო ზომის კომპანიებიდან.

pasha-statiebi
pasha-statiebi

ადრე, მენეჯერებს არჩევნდნენ და აწინაურებდნენ მათი მართვის უნარიდან გამომდინარე, თუ როგორ შეეძლოთ თანამშრომლების რესურსების მართვა და მათთან ერთად, დასახული ამოცანების შესრულება. უკანასკნელი ხუთი წლის განმავლობაში, ადამიანური რესურსების ხელმძღვანელებმა დაიწყეს ისეთი მენეჯერების დაქირავება და განვითარება, რომლებსაც შეეძლოთ გამხდარიყვნენ შესანიშნავი ტრენერები და მასწავლებლები. თუმცა, ვარაუდმა, თითქოს მენტორინგი მმართველის ძირითადი ფუნქციაა, ყველაზე დიდი გამოცდა პანდემიის დროს გაიარა. სამი დამანგრეველი და ტრანსფორმაციული ტენდენცია მენეჯერის ტრადიციულ როლს გამოწვევას უცხადებს:

დისტანციური მუშაობის ნორმალიზება. თანამშრომლებიც და მენეჯერებიც შეიცვალნენ, გადასხვაფერდა მათი ურთიერთობა და უფრო მეტად ასინქრონული გახდა. Gartner-ის შეფასებით, 70% შემთხვევებში, ამ ორიდან რომელიმე მაინც იმუშავებს დისტანციურად, რაღაც დროის მანძილზე. ეს ნიშნავს, რომ თანამშრომლები და მათი ხელმძღვანელები ნაკლები ალბათობით იმუშავებენ ერთსა და იმავე ამოცანაზე, დროის ერთ მონაკვეთში. მენეჯერები მნიშვნელოვნად ნაკლებ გამჭვირვალობას მიიღებენ, თანამშრომლების კონტროლის თვალსაზრისით და უფრო მეტად საკუთარ შედეგებზე იქნებიან ფოკუსირებულნი, საწარმოო პროცესების ნაცვლად.

ტექნოლოგიის გამოყენების დაჩქარება, თანამშრომლების მართვისთვის. ყოველი ოთხი კომპანიიდან ერთს მაინც ჩაუდია ინვესტიცია ახალ ტექნოლოგიებში, პანდემიის პერიოდში, დისტანციური თანამშრომლების სამართავად. კომპანიები ყიდულობენ პროგრამულ უზრუნველყოფას, აუდიტისთვის, რეპორტინგისთვის, უკუკავშირისთვის… თუმცა, კომპანიები კონცენტრირებულნი იყვნენ იმაზე, თუ როგორ გავლენას ახდენს ტექნოლოგია თანამშრომელთა ამოცანების ავტომატიზებაზე. სულ მცირე, 2024 წლისთვის, ახალი ტექნოლოგიები, ამჟამინდელი პოტენციალით, იმ ფუნქციების 69%-ის ჩანაცვლებას შეძლებენ, რაც ადრე მენეჯერების მოვალეობაში შედიოდა, პროდუქტიულობა და მწარმოებლურობა რომ გაეზარდათ.

თავის მხრივ, იცვლება თანამშრომლების მოლოდინებიც. კომპანიებმა გააძლიერეს მათი მხარდაჭერა ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა ფსიქიკური ჯანმრთელობა, ოჯახის მოვლა, პანდემიის პირობებში. შეიცვალა ურთიერთობა თანამშრომლებსა და მენეჯერებს შორის – მენეჯერები უფრო თანამგრძნობიარე გახდნენ. თანამშრომლები ახლა მოელიან, რომ მენეჯერები მათ მხარდამჭერებად იქცევიან და დაეხმარებიან მათ ცხოვრებისეული (და არამხოლოდ სამუშაო) გამოცდილების გაუმჯობესებაში.

როდესაც მენეჯერული ამოცანები ჩანაცვლებულია ტექნოლოგიით, მენეჯერებისგან აღარ მოითხოვება სამუშაო პროცესისთვის თვალყურის მიდევნება. როდესაც ინტერაქცია, ძირითადად, ვირტუალურია, მენეჯერებს აღარ აქვთ საშუალება, დააკვირდნენ პროდუქტიულობას, როგორც პროცესს. ამდენად, როდესაც ურთიერთობებმა უფრო მეტი ემოციურობა შეიძინეს, ეს აღარ არის მხოლოდ სამუშაო თანამშრომლობა. სწორედ ეს სამი ფაქტორი გააქტიურდა პანდემიურ ერაში და მენეჯმენტმა – მონიტორინგიდან და კონტროლიდან თანაგრძნობასა და ურთიერთგაგებისკენ გადაინაცვლა.

მოქნილობა მენეჯერებისგან ემპათიურობას მოითხოვს

ამ ახალი გარემოს პირობებში, წარმატების მისაღწევად, მენეჯერებმა თანაგრძნობა უნდა გამოიჩინონ. Gartner-ის გამოკითხვის შედეგად, რომელიც 2021 წელს ჩატარდა და სადაც 4787 თანამშრომელი, მთელი მსოფლიოდან, მენეჯმენტის როლის ცვლილებას აფასებდა, აღმოჩნდა, რომ მენეჯერების მხოლოდ 47% არის მზად ახალი როლისთვის. ყველაზე ეფექტიანი მენეჯერები კი ისინი იქნებიან, ვინც პრინციპულად განსხვავებულ ურთიერთობას აშენებს თავიანთ თანამშრომლებთან.

ბუნებრივია, ემპათიაში ახალი არაფერია. ეს გავრცელებული ცნებაა კარგი ლიდერობის ფილოსოფიაში, თუმცა, ამჯერად, ემპათია მენეჯმენტის ტოპ-პრიორიტეტს წარმოადგენს. ემპათიური მენეჯერია ის, ვისაც შეუძლია პროდუქტიულობისა და ქცევის კონტექსტში მოქცევა, რომელიც ჩარჩოებიდან გადის და საყოველთაოდ მიღებული სამუშაოს ცნების გარდა, აქტიურად სვამს კითხვებს, ეძებს ინფორმაციას, რათა თავადაც გააცნობიეროს თანამშრომლების მდგომარეობა. ემპათია ნდობისა და მზრუნველობის მაღალ დონეს მოითხოვს.

 

წყარო: HBR



ახლო მომავალში დუბაის სატრანსპორტო საშუალებების 25% “მძღოლის გარეშე” ივლის

მალე კლასიკურ ფილმებსა და ძველ შოუებში ახალი პროდუქტების რეკლამირებას ვიხილავთ!