in

როგორ გავხდეთ უფრო პროდუქტიულები?!

Vector flat concept of process social media business and marketing. Startup, business planning and results - vector illustration

„ნეტავ, დღე-ღამეში 36 საათი იყოს“ – როგორც წესი, მინიმუმ, კიდევ 12 საათს ვნატრობთ, უფრო პროდუქტიულები რომ ვიყოთ, ყველაფერი მოვასწროთ და „დღის გეგმა“ შევასრულოთ.

გახანგრძლივების რა მოგახსენოთ, მაგრამ, მწერლისა და ჟურნალისტის, კიმბერლი სილვას თქმით, არსებობს პატარ-პატარა „ხრიკები“, რომლებიც დაგვეხმარება, დღე-ღამის 24 საათიანი ციკლის პირობებში, უფრო პროდუქტიულები გავხდეთ:

უძილობა სერიოზული პრობლემაა. ძილი აუცილებელია! 

სამწუხაროდ, ჩვენს დროსა და თანამედროვე კულტურაში ნაკლები ძილი მიღებულია. „ძილი, სიკვდილის მერეც მეყოფა“, „ძილის მნიშვნელობაზე გადაჭარბებული წარმოდგენა გვაქვს“. მარტივია, იფიქროთ, რომ წარმატება მხოლოდ თავდაუზოგავი შრომისა და ღამეების თენების ხარჯზე მოდის. ექსპერტები საპირისპიროს ამტკიცებენ – კვლევების მიხედვით, ვისაც მუდმივად აკლია ძილი, გამოძინებულ ადამიანზე 7-ჯერ უფრო სუსტი და უმწეოა. ასე რომ, თუ ძალიან ცოტა გძინავთ და სხეულსა და გონებას არ უფრთხილდებით, ჩათვალეთ, ვერც თქვენი შესაძლებლობების მაქსიმუმს გამოავლენთ და ვერც ჯანმრთელობას შეინარჩუნებთ. გახსოვდეთ, მხოლოდ 7-9 საათი ძილი მოგცემთ შესაძლებლობას, იყოთ მაქსიმალურად პროდუქტიული.

დაივიწყეთ მიდგომა – „სამუშაო დღე იწყება ელექტორნული ფოსტის შემოწმებით!“  

როგორი პოპულარულიც არ უნდა იყოს სოციალური მედია და მოკლე ტექსტური შეტყობინებები, საქმიანი მიმოწერისთვის, ელექტრონული ფოსტა, მაინც ძირითადი საკომუნიკაციო საშუალებაა. რას აკეთებს უმეტესობა?! ოფისში მისვლისთანავე ამოწმებს ელ. ფოსტას და პასუხობს შემოსულ შეტყობინებებს. არა და, სპეციალისტები ამბობენ, რომ ჯერ დღის გეგმა უნდა განვსაზღვროთ, მოვინიშნოთ აუცილებლად შესასრულებელი საქმეები და მხოლოდ ამის შემდეგ გავხსნათ „მეილი“, როგორც ჩვენი To Do List-ის ერთ-ერთი პუნქტი. ექსპერტების თქმით, სწორედ ასე უნდა დაიწყოთ სამუშაო დღე, თუ გინდათ, რომ მაქსიმალურად პროდუქტიულები იყოთ.

ყოველ დილით დადებითი მუხტი და ენერგია გჭირდებათ! 

როგორი დილაც გექნებათ, ზუსტად ისეთი იქნება მთელი დღე. ამიტომ არის, რომ საქმეში წარმატებულ ადამიანებს საკუთარი დილის აუცილებელი პროცედურები აქვთ. ანუ, ის რაც დადებითად მუხტავს და ენერგიით ავსებს. მაგალითად : ვარჯიში, ძაღლის გასეირნება, მედიტაცია, ოჯახის წევრებთან ურთიერთობა ან სეირნობა. თუ დღეს ასეთი მუხტით დაიწყებთ, მთელი დღის მანძილზე ბევრად პროდუქტიული იქნებით.

ჩაიწერეთ ყველაფერი! 

მოინიშნეთ დღის მანძილზე გასაკეთებელი საქმეები, ჩაიწერეთ თითოეული ახალი იდეა და აზრი. ასე არასოდეს გამოგრჩებათ უმნიშვნელო წვრილმანიც კი. შესაბამისად, უფრო პროდუქტიული იქნებით. გარდა ამისა, ნააზრევის ჩაწერისას თქვენი ტვინის სხვა ნაწილიც მუშაობს, რაც გეხმარებათ გადაამუშაოთ დაწერილი ინფორმაცია და მისი შესრულების გზებზე იფიქროთ.

არ გადადოთ „ორ წუთიანი“ საქმე!

თუ გსურთ მაქსიმალურად პროდუქტიული იყოთ, აუცილებლად გაითავისეთ წესი „ორ წუთიანი“ საქმის შესახებ. არ გადადოთ ის საკითხები, რომლის მოგვარებასაც ორი წუთი ან ნაკლები სჭირდება. ასეთი საქმეები მაშინვე მოაგვარეთ და „მოიშორეთ“. კომპანია VitalSmarts-ის ექსპერტები დევიდ მაკსფილდი და ჯასტინ ჰეილი ამბობენ, რომ  „ორ წუთიანი“ საქმის დაუყოვნებლივ შესრულება წამყვანი კომპანიების ტოპ მენეჯერების ერთ-ერთი თვისებაა, რომელიც ეხმარება მათ, სწრაფად მოაგვარონ წვრილ-წვრილი საქმეები და შემდეგ მთელი გონებრივი რესურსი სერიოზული საკითხების გადაჭრას მოახმარონ.

წყარო: www.entrepreneur.com



ნოე სულაბერიძე: დიდი კონკურენციის პირობებში „პრაიმშოუ“ პირველია. თუმცა, პიკი ჯერ კიდევ წინ არის!

პარკინგი 4.9 წამში! – Toyota-ს სახალისო ვიდეორგოლი