in

ობოლი ლტოლვილიდან ოლიმპიელობამდე — მოკლემეტრაჟიანი ფილმი მორბენალის ცხოვრებაზე გვიყვება

BOG
BOG

პარიზის ოლიმპიადამ მრავალი ოლიმპიელის ამბავი გაგვახსენა, ზოგიც ახლიდან გაგვაცნო… გაიგებთ ისტორიებს სპორტსმენების შესახებ, რომლებიც უკიდურეს სიღარიბეში გაიზარდნენ, რომლებიც არასდროს დანებებულან და საბოლოოდ მაინც შეძლეს ოლიმპიური ოცნების ახდენა. ასეთ ამბავს გვიყვება შვეიცარიული სპორტული ტანსაცმლის ბრენდი On-ის მოკლემეტრაჟიანი ფილმიც — To Chase a Dream დომინიკ ლოკინიომო ლობალუს მოგზაურობას გვაცნობს, იმაზე მოგვითხრობს, თუ როგორ გახდა ობოლი ლტოლვილი შვეიცარიის მოქალაქე და Refugee Olympic Team-ის მორბენალი. 

საინტერესოა, რომ On-ისთვის მეორე ფილმია, სულ პირველად კი გასულ წელს 30-წუთიანი სიუჟეტი შემოგვთავაზეს The Right to Race-ის სახელით:

To Chase a Dream-ს კი განსაკუთრებულად არამარტო ლობალუს ამბავი აქცევს, არამედ ის, რომ On-ს მასში თითქმის ვერ შეამჩნევთ, რითაც ისტორიაც მეტად დამაჯერებელი და ირიბი სტრატეგიაც მეტად ეფექტური ხდება… როგორც ვიგებთ, ლობალუს თავიდან თავშესაფარიც არ ჰქონდა, თუმცა შემდგომ ყველაფერი ისე განვითარდა, რომ European Athletics Championships-ზე რომში შვეიცარიის სახელით გავიდა და გაიმარჯვა! დანარჩენი კი თავად ნახეთ:

Minecraft-მა აბაზანის პიქსელებიანი ბომბები გამოუშვა

ChatGPT-ს შეუძლია ხმის კლონირება და წინადადების დასრულება, ნებართვის გარეშე