in

To Have & To Hold — ქაღალდის ჩანთების საუკეთესო დიზაინები გასული საუკუნიდან

დაახლოებით ათი წლის წინ, როდესაც დიზაინერი ტიმ სამნერი ამთავრებდა ცენტრალური ლანკაშირის უნივერსიტეტს, მან UCLA-ს ეფემერული არქივი ნახა. ეს უკანასკნელი ისეთ საგნებს მოიცავს, როგორებიცაა პლაკატები, ფლაერები და შეფუთვები. რა თქმა უნდა, დიზაინერს ბევრი შესანიშნავი რელიკვია დახვდა აქ, მაგრამ  განსაკუთრებული ყურადღება ქაღალდის ჩანთებმა მიიპყრო.

ეს ჩანდები არც დიდი ზომით გამოირჩეოდა და არც გრანდიოზული დიზაინით, თუმცა თავისებური ტიპოგრაფია, ფერი, ნიმუშები და ილუსტრაციები ლამაზ სინთეზს ქმნის. ტიმმა იმდენად დიდი შთაგონება მიიღო ამ ჩანთებისგან, რომ წიგნის შექმნაც კი გადაწყვიტა, რომელშიც მათი სკანირებული ფოტოები იქნებოდა წარმოდგენილი.

წლების შემდეგ, 2021 წელს, მან საბოლოოდ შეაგროვა საკმარისი ჩანთები და წიგნი, სახელწოდებით To Have & To Hold, ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა გამოცემას. წიგნი 72 გვერდს მოიცავს,  ლამაზად შემონახული არტეფაქტებით, როგორც პატარა დამოუკიდებელი წიგნის მაღაზიებიდან, ისე დიდი ქსელებიდან — მათ შორისაა Penguin, Puffin, Waterstones და Foyles.

მთლიანობაში, ეს ჩანთები ასახავს წარსულის დიზაინის ტენდენციებს, მათ შორის, რა თქმა უნდა, გოთიკურ შრიფტებს, ხელით დახატულ ასოებს და ლოგოებს თუ დეკორატიულ შტამპებს; მაგრამ ისინი ასევე ასახავს იმას, თუ როგორ ნარჩუნდება გარკვეული ესთეტიკა და რამდენიმე ჩანთაში გამოხატული დიზაინით უბრუნდება ხალხს.

ვების ტელესკოპი „ვარსკვლავების ბაღის“ აქამდე უცნობ დეტალებს გვაჩვენებს

შეიტყვეთ მეტი AI ინჟინრის როლის შესახებ – რის ცოდნასა და რა უნარებს მოითხოვს ის?