28
Jan
2020

როდის ხვდებით, რომ სამსახურიდან წამოსვლის დროა?

28 Jan 2020

თუკი თქვენი სამსახურით უკმაყოფილო ხართ, ძალიან ბევრი მიზეზი არსებობს იმისთვის, რომ უბრალოდ ადგეთ და აქედან წამოხვიდეთ. შეიძლება, საკმარისად არ გიხდიან, ან სულაც თქვენს თანამშრომლებთან ვერ ამყარებთ კარგ ურთიერთობას. შეიძლება, სულაც ინდუსტრიის შეცვლა გინდათ, ან უბრალოდ არ მოგწონთ ყავის გემო, რომელსაც თქვენს ოფისში მდგომი აპარატი აკეთებს.. აშკარაა, რომ ზოგიერთი მიზეზი ნაკლებმნიშვნელოვანია და ისინი თქვენი განწყობის შეცვლასთან ერთად ქრებიან, თუმცა.. რა ხდება მაშინ, როცა თქვენ ქრონიკულად უბედური ხართ თქვენი სამსახურით? როდის ხვდებით, რომ უკვე დროა, წამოხვიდეთ აქედან?

pasha-statiebi
pasha-statiebi

უნდა წამოხვიდეთ თუ არა სამსახურიდან?

სანამ “არა-მდე” ან “კი-მდე” მიხვალთ, მანამდე საკითხის კომპლექსურობაზე დაფიქრდით, რადგან ეს მართლაც რთული გადაწყვეტილებაა. რთულია იმდენად, რამდენადაც ის ემოციურ და ფინანსურ ფონს ეხება. საიდან დაიწყოთ? თავდაპირველად, კარგი იქნება, თუ დაფიქრდებით, რა არ მოგწონთ თქვენს სამსახურში..

თუკი არსებობს ისეთი რამ, რაც მოგვარებადია, ამაზე ბევრს ნუ იფიქრებთ.. და თუკი საქმე უფრო რთულადაა, მაშინ მეტი ჩაღრმავება გმართებთ.

თანამშრომლებს ეხება საქმე? მოდით აღიარეთ, რომ ეს ასეა. და თუკი ამას გააკეთებთ, დაფიქრდით, ყველას ეხება ეს თუ არის ვინმე კონკრეტული? თუკი არსებობს ვინმე ისეთი, ვინც განსაკუთრებულად გაღიზიანებთ, ეცადეთ ისაუბროთ იმ კოლეგასთან, ვისთანაც კარგად ხართ და მისი აზრი გაითვალისწინოთ. საკითხს სხვა პერსპექტივიდან შეხედოთ ან უბრალოდ უკეთესად გაიცნოთ ის ადამიანი, ვინც გაღიზიანებთ.

იქნებ კომპანიის კულტურაშია პრობლემა? შეიძლება, კომპანიის კულტურის ნაწილად ვერ გრძნობთ თავს და ამაზე საუბარი თქვენს კოლეგებთან გამოსავალი ვერ იყოს.. რაც უნდა იყოს, კომპანიის კულტურა წლების განმავლობაში იქმნება და მისი შეცვლა ერთი ადამიანის ძალისხმევით თითქმის შეუძლებელია. ამიტომაც, თუკი თავს ამ კულტურის ნაწილად ვერ გრძნობთ, ეს საკმაოდ რთულად მოგვარებადი პრობლემაა..

ეცადეთ, თქვენს თანამშრომლებს დაუახლოვდეთ.. თუკი ეს აქამდე არ გიცდიათ და თქვენთვის არც ისე მარტივ ამბავს წარმოადგენს, დააძალეთ როგორმე მაინც გააკეთოთ. ეცადეთ, ესაუბროთ თუნდაც პოპ კულტურაზე, ოფისის ცხოვრებაზე, ანდაც იმაზე, რაც იცით, რომ საერთო გაქვთ.. თუკი არ გამოგივიდათ, გაესაუბრეთ თქვენს უფროსს და სთხოვეთ, რომ რჩევა მოგცეთ.

იქნებ ნდობის ნაკლებობაშია პრობლემა? თუკი თქვენს სამსახურში აშკარად იგრძნობა ნდობის ნაკლებობა, დაფიქრდით, რატომ ხდება ეს. ხშირად ხდება ხოლმე, რომ საკითხებს უფრო სენსიტიურად აღვიქვამთ, ვიდრე რეალურად არიან. ამიტომაც, კარგად დაფიქრდით, რაში გამოიხატება ეს ნდობის ნაკლებობა. იფიქრეთ იმაზეც, რამდენად ხანგრძლივი გეჩვენებათ ეს პრობლემა სამომავლოდ? იქნებ კომპანიას უბრალოდ ასეთი პერიოდი აქვს..

ნამდვილად გჭირდებათ წამოსვლა?

თუკი ამ ყველაფერზე ფიქრის შემდეგაც კი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება გერთულებათ, ე.ი ამ სამსახურში საკუთარი ძალა არ ამოგიწურავთ და კიდევ დაგრჩათ ენერგია იმისთვის, რომ იბრძოლოთ. ეცადეთ, მაქსიმალურად ფოკუსირდეთ თქვენს სამუშაოზე და დააიგნოროთ ოფისში არსებული დრამა. და თუ მაინც ბევრს ცდილობთ, მაგრამ ოფისიდან წამოსვლის სურვილი არ გეშვებათ, მაშინ ეს ის დროა, როცა ნამდვილად უნდა წამოხვიდეთ..

საბოლოოდ კი იმასღა გეტყვით, რომ თუ თქვენ ქრონიკულად უკმაყოფილო ხართ თქვენი სამსახურით და მას ტოქსიკურად აღიქვამთ, თუკი ფინანსურადაც გექნებათ იმის შესაძლებლობა, ახალ სამსახურამდე ჩვეულად იცხოვროთ, მაშინ დროა, სამსახურიდან წამოხვიდეთ..

ცხოვრება ძალიან ხანმოკლეა იმისთვის, რომ უბედურები ვიყოთ.

წყარო: Inc



განხილვა