in

TBILISI OPEN AIR 2013–ის და პეპსის ერთობლივი სუპერ აქცია დაიწყო

საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი, TBILISI OPEN AIR 2013 და ფესტივალის გამაგრილებელი სასმელი, პეპსი განსაკუთრებულ აქციას სთავაზობს მუსიკის მოყვარულებს.

2–დან 20%–მდე ფასდაკლება ფესტივალის მომხმარებელისთვის. რაც უფრო მეტ ბილეთს შეიძენ, მეტ ფასდაკლებას მიიღებ. მაგალითად: თუ იყიდი ერთ ბილეთს, მიიღებ 2%–იან ფასდაკლებას, შეიძენ 5 ბილეთს, მიიღებ 10%–ს, იყიდი 20–ს, მიიღებ 20%–იან ფასდაკლებას.

 

სპეციალურად სტუდენტებისთვის უფრო მეტი, 3–დან 30%–მდე ფასდაკლება მოქმედებს ფესტივალის ბილეთებზე. შეძენილი ბილეთების რაოდენობა გაასამმაგებს ფასდაკლების პროცენტს. მაგალითად, თუ იყიდი 5 ბილეთს, მიიღებ 15%–იან ფასდაკლებას, თუ შეიძენ 8 ბილეთს, მიიღებ 24%–იან ფასდაკლებას და ა.შ. 30%–მდე.

სტუდენტური აქციით სარგებლობისთვის აუცილებელია სტუდენტობის დამადასტურებელი საბუთის წარდგენა.

ორივე ტიპის აქცია ვრცელდება მხოლოდ 55 ლარიან დასაჯდომ და მოედანზე დასადგომ ყველა ბილეთზე.

აქცია მოქმედებს თბილისში, დინამო არენასა და ქუთაისში, ოპერის თეატრის სალაროებში შეძენილ ბილეთებზე.

შეგახსენებთ TBILISI OPEN AIR 2013, 5 ივნისს დინამო არენაზე გაიმართება. კონცერტში მონაწილეობენ:

Deep Purple ,Infected Mushroom, Tricky, The Subways, Modeselektor, Black Strobe, Kid Jesus.

Marketer.ge ღონისძიების ოფიციალური მარკეტინგული პორტალია.

იჩქარეთ, ბილეთები ჯერ კიდევ არის

შენ იქნები პირველი ქართველი კოსმოში?

ანემი რესი – ექსკლუზიურად მარკეტერისთვის!