in

როგორ განიცადა Toblerone-მა ციფრული ტრანსფორმაცია?

აეროპორტის ნებისმიერი მგზავრი ელის, რომ სამ რაღაცას გამოცდის: არასასურველი შეფერხებები, გრძელი გასეირნება გაუთავებელ დერეფნებში და Toblerone-ის შოკოლადი. თუმცა პანდემიის დროს, როდესაც მთელი სამყარო სახლში გამოიკეტა, აეროპორტები მოჩვენებათა ქალაქებად გადაიქცა, რამაც მათი ძვირადღირებული მაღაზიების დახურვა გამოიწვია. თავის მხრივ, ამან ნეგატიური გავლენა იქონია სამკუთხა შოკოლადის ბრენდის გაყიდვებზე და მომხმარებლებთან „კავშირის დამყარების“ ახალი გზების პოვნის აუცილებლობა დააჩქარა.

იძულებით შეცვლილ გარემოებებმა Toblerone-ის ბრენდი „აიძულა“, მომხმარებლებზე ორიენტირებული ტრანსფორმაცია წამოეწყო. პირველ ცვლილებას ის წარმოადგენდა, რომ კომპანიის გლობალური ხელმძღვანელი ემანუელ გევერტი გახდა, რომელიც Mondelez-ში თითქმის 12 წლის განმავლობაში მუშაობდა, 2020-ში კი ბრენდის დირექტორი გახდა.

„ჩვენ, როგორც ბრენდმა, ძალიან დიდი დარტყმა მივიღეთ არა-დივერსიფიცირებული სტრატეგიით. და კომპანია „გაგიჟდა“, რადგან მეტის გაკეთებას არ ცდილობდა თავისი საკულტო ბრენდით, რომელიც არსებობის ასწლეულს უახლოვდება და 112 ქვეყანაში იყიდება“, — აღნიშნავს გევერტი. ამიტომაც, მან ტექნიკურ პლატფორმა The Hut Group-ს მიმართა, ელექტრონული კომერციის ჟურნალის განსაზღვრისა და ახალი კრეატიული და სტრატეგიული მიდგომის შესაქმნელად.

ახალი კრეატიული მიდგომა ბრენდის „სახალისო“ ცვლილებით დაიწყო, სახელწოდებით “Be More of a Triangle”. ის შეიქმნა, როგორც „ინტეგრირებული უწყვეტი ეკოსისტემის“ ნაწილი, ელექტრონული კომერციის შეთავაზებასთან ერთად. შეტყობინებები მოიცავს ონლაინ, სოციალურ მედიას და კრეატიული სააგენტო S4 Capital-ის მიერ მოწოდებულ მხარდაჭერის სერვისებს. ამასთან, გევერტის თქმით, აეროპორტების კონცეპტუალურ მაღაზიებთან ერთად, სურს, ბრენდი უფრო ხშირად გამოჩნდეს სუპერმარკეტებში.

ამჟამად აქტივობის უმეტესი ნაწილი ბრენდის ინსტაგრამისა და ფეისბუქის საკუთარ გვერდებზე ფიქსირდება, თუმცა განიხილება TikTok-ზე გაფართოება და ონლაინ მაღაზიაში ორგანული ტრაფიკის გამოყენებით ყურადღების მიქცევის სხვა გზები.

ახალი სტრატეგიის პირველი გააქტიურება დიდ ბრიტანეთში მოხდა, ვალენტინობის დღეს… კერძოდ, მომხმარებლებს საშუალება მიეცათ, თავიანთი ვალენტინისთვის ლექსი დაეწერათ და ონლაინ გაეგზავნათ შოკოლადის ფილასთან ერთად. კამპანიამ ბრენდის აღქმისა და ცნობადობის 45-50%-იანი ზრდა გამოიწვია, რაც ციფრული გაყიდვების საერთო ზრდასაც უზრუნველყოფს.

მარტივად რომ ვთქვათ, ციფრული სტრატეგია ლოჯისტიკურად უფრო სწრაფი გამოსავალია, ვიდრე გრძელვადიანი გაშვება მსოფლიოს 110 აეროპორტში, რომელიც მიმდინარე წლის მეოთხე კვარტალში ბრენდირებული მაღაზიების რეკონსტრუქციით იწყება.

ახალი ლიბერთი: სრული საბანკო მომსახურება სოფლად მცხოვრები ადამიანებისთვის

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გლობალაიზის პირველი ევროპული კონფერენცია პარიზში წარმატებით ჩატარდა