in

პირამიდის ფორმის ტკბილეული შვეიცარიიდან

სამკუთხა ფორმის ამ შოკოლადს ყველგან იცნობთ. შესაძლოა, ახლა მისი არომატიც გაგახსენეთ უცებ. Toblerone – შოკოლადის, თაფლის, ნუგასა და ნუშის გემოებს აერთიანებს. ტკბილეული ბრენდის სახელი მის შემქმნელს, ჟან ტობლერს უკავშირდება, შვეიცარიელ მეშოკოლადეს, რომელმაც პირველი საკონდიტრო 1868 წელს გახსნა. Tobler-ის გარდა, Toblerone-ში ამოიკითხავთ “torrone”-საც, რაც იტალიურად ნუგას ნიშნავს. ტკბილეულს დღესაც მარტივად გამოარჩევთ გემოთიც, ამიტომ სანამ ფინჯან ყავას შეექცევით, სწორედ მასზე გიამბობთ.

ჟან ტობლერს საქმე კარგად რომ წაუვიდა, 1899 წელს, ბერნში გახსნა შოკოლადის ქარხანა. მის შემდეგ, ბიზნესის სადავე ხელში მისმა შვილმა, თეოდორმა აიღო. თეოდორი ცდილობდა რაიმე ახალი და განსაკუთრებული შეექმნა, რაც ყველას დაამახსოვრებდა თავს. 8-წლიანი ძიების შედეგად, მიზანს მიაღწია რძიანი შოკოლადის, თაფლისა და ნუშის ნუგას შერევით. მომხმარებელმა ის განსაკუთრებულად შეიყვარა. დღეს, Toblerone-ის განსხვავებული გემოების გასინჯვა შეგიძლიათ.

უდავოდ, Toblerone-ს წარმატების ერთ-ერთი ფაქტორი მისი ფორმაა. მომხმარებელს, ზოგჯერ, ბეზრდება ერთი და იგივე ფორმა და ახლით ინტერესდება. თანაც, მაღაზიის თაროზე პირამიდის ფორმის შეფუთვის შემჩნევა დამაინტრიგებელია, ოქროსფერ ფერებში რომ გაუფორმებიათ.

მაინც, საიდან მოდის შოკოლადის სამკუთხა ფორმის იდეა? ერთ-ერთი ვერსიით, ის შვეიცარიული ალპების მთა მატერჰორნს უკავშირდება. თეოდორის შვილების თანახმად, ეს ფორმა თეოდორს დაამახსოვრდა ერთ-ერთი შოუდან, სადაც დასასრული სცენა პირამიდის ფორმით იყო გაფორმებული. თუმცა შეფუთვაზე გამოსახულ მთას თუ დავაკვირდებით, მატერჰორნს ამოვიცნობთ. Toblerone-ის ლოგოზე, მთის კონტურებში დათვსაც შეამჩნევთ, რაც ბერნის, როგორც დათვების ქალაქის სიმბოლოა.

რუბრიკის “ყავასთან საკითხავი” წარმდგენია Dunkin’.

Kontakt Home-ში დასაქმების დროა! – იხილეთ შემოთავაზებული ვაკანსიები

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით “Chevening”-ის სასტიპენდიო პროგრამაზე განაცხადების მიღება დაიწყო