წელს ვალენტინობის დღისთვის მსოფლიოში ცნობილი შვეიცარიული შოკოლადის ბრენდი Toblerone, რომელიც ცნობილია თავისი არაჩვეულებრივი ფორმებით, ექსკლუზიურ ონლაინ ვერსიას გამოუშვებს — The Pink Limited Edition და Valentine’s Collection.
ბრენდი იზიარებს აღქმას, რომ ურთიერთობები, ფაქტობრივად, არაპროგნოზირებადია, განსაკუთრებით კი, საწყის ეტაპზე… შესაბამისად, ტობლერონის ვალენტინობის დღისადმი მიძღვნილი კამპანია ადამიანებს მოუწოდებს, ისე ჩაეფლონ ურთიერთობებში, რომ არ ინერვიულონ მოვლენების შემდგომ განვითარებაზე.

კრეატიულ სააგენტო Le Pub Amsterdam-თან ერთად შექმნილ, სიყვარულის დაზღვევის ონლაინ კამპანიას მკაფიო მიზანი და მსუბუქი განცხადება აქვს: „როგორც არ უნდა წარიმართოს თქვენი ურთიერთობა, სიყვარული ამად ღირს“.















