in

ბავშვური ცნობისმოყვარეობა, რომელიც ნევროლოგის პროფესიად იქცა

თუკი თვალს გადაავლებთ აკადემიკოს ფრიდონ თოდუას სამედიცინო ცენტრის სიახლეებს, შეამჩნევთ, რომ კლინიკა რეგულარულად იწვევს ახალ პროფესიონალებს საკუთარ კოლექტივში, ქმნის ახალ მიმართულებებს და აახლებს ტექნოლოგიურ მხარდაჭერას. სულ ცოტა ხნის წინ, კლინიკის გუნდს ნევროლოგი დავით ელიაური შემოუერთდა რომელიც პარალელურად ამერიკის და ევროპის ნევროლოგიური აკადემიის (AAN) (EAN), მოძრაობითი დარღვევებისა და პარკინსონის დაავადების საერთაშორისო საზოგადოების (MDS) წევრად გვევლინება.

BOG
BOG

„მედიცინით ღრმა ბავშვობიდან დავინტერესდი. დედა მედდაა, რის გამოც სახლში სამედიცინო ლიტერატურას ვაწყდებოდი; ბევრი წიგნი მეტ-ნაკლებად გასაგებ ენაზე იყო დაწერილი, მაგრამ კარგად მახსოვს ის ერთი, რომლის გარეკანზეც თავის ტვინი იყო გამოსახული. გადავშლიდი, რომელიღაც აბზაცს წავიკთხავდი, მაგრამ ვერაფერს ვგებულობდი; ასე გრძელებოდა სტუდენტობამდე. ამ წიგნში მხვდებოდა ისეთი ფრაზები, როგორიცაა:  „ზღვის ცხენის ფეხის ხვეული“, „დავითის ლირა“, „ამონის რქა“, „ფრინველის დეზის ნაპრალი“, „რეილის კუნძული“ და ა.შ. მაოცებდა, ვერაფერს ვხვდებოდი… ვანებებდი თავს, შემდეგ ისევ ვუბრუნდებოდი“ – გვიამბო დავით ელიაურმა.

M: როგორ იქცა ნევროლოგია თქვენს პროფესიად?

შემდეგ, უკვე სტუდენტობისას, როდესაც პირველი შეხება მქონდა ნეირომეცნიერებასთან, დაიწყო ჩემი ამ წიგნთან გაცნობიერებული ურთიერთობა. როგორც იქნა, მოვახერხე მისგან აზრის გამოტანა. თავის დროზე ამდენმა გაურკვეველმა და საინტერესო ფრაზამ, მათში გარკვევის ჟინი გამიჩინა.

M: სამედიცინო კარიერა როგორ განავითარეთ?

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი 2010 წელს დავამთავრე. იმავე წელს, ჩავირიცხე რეზიდენტურაში ნეიროქირურგიის მიმართულებით. იმ დროს, რა თქმა უნდა, ვიცოდი ნეირომეცნიერება რომ მაინტერესებდა, თუმცა შედარებით მოგვიანებით გავაცნობიერე, რომ ნევროლოგია მეტად მაინტერესებს, რის გამოც ხელახლა დავიწყე რეზიდენტურის გავლა, უკვე ნევროლოგიის მიმართულებით; პარალელურად, ვმუშაობდი კლინიკაში, უმცროს ექიმად. გავდიოდი რეზიდენტურას, ვმონაწილეობდი საერთაშორისო კლინიკურ კვლევებში. შემდეგ, თბილისის სამედიცინო აკადემიაში დავიწყე მუშაობა მიწვეულ ლექტორად ვკითხულობდი ფარმაკოლოგიას და ნეიროანატომიას. აკადემიკოს ფრიდონ თოდუას სამედიცინო ცენტრამდე რამდენიმე კლინიკაში ვმუშაობდი.

M: რითაა საინტერესო თოდუას კლინიკის გუნდში მუშაობა?

აკად. ფ. თოდუას სამედიცინო ცენტრის უპირატესობა, პირველ რიგში, მაღალპროფესიონალთა გუნდია. ასეთი ინტელექტუალური რესურსი დიდი მონაპოვარია, უდიდესი ძალისხმევაა ჩადებული  იმაში, რომ ერთ სივრცეში თავი ამდენი პროფესიონალისთვის მოეყარათ. აღარ ვსაუბრობ იმაზე, თუ რამდენად მაღალტექნოლგიური ინფრასტრუქტურაა შექმნილი კლინიკაში. აკად. ფ. თოდუას სამედიცინო ცენტრთან მქონდა ძალიან ხანმოკლე შეხება სტუდენტობის პერიოდში, ალბათ მაშინ ვერც კი წარმოვიდგენდი, თუ ამ კლინიკის თანამშრომელი გავხდებოდი. სასიხარულოა ამ გუნდის წევრობა.

M: ნევროლოგიის მიმართულებით, რა ტექნოლოგიურ რესურსს ფლობს თოდუას კლინიკა?

თუკი მედიცინის სხვა დარგებში პაციენტის ფიზიკური გასინჯვა ნელ-ნელა ჩანაცვლდა სხვადასხვა მაღალტექნოლოგიური კვლევის მეთოდებითნევროლოგიაში უდავოდ შეუცვლელი ღირებულების მქონე მაღალტექნოლოგიური კვლევის მეთოდებთან ერთად, ასევე შეუცვლელი ღირებულება აქვს პაციენტის ნევროლოგიური გასინჯვით მიღებულ ინფორმაციას, რასაც ჩვენ ტოპიკურ დიაგნოსტიკას ვეძახით.

1990-დან 2000 წლამდე პერიოდი, მსოფლიოში გამოცხადდა თავის ტვინის ათწლეულად. ეს პერიოდი ნევროლოგიის შესწავლაში მნიშვნელოვანი იყო. ბევრად დაიხვეწა დაავადებების დიაგნოსტირებისა და მკურნალობის მეთოდები. განვითარდა მოლეკულური კვლევის მეთოდები, უფრო დაიხვეწა და გაფართოვდა ნეირორადიოლოგიაში მიღებული ცოდნა თოდუას კლინიკაში, ნევროლოგიური თვალსაზრისით, მაღალტექნოლოგიური კვლევის ფართო სპექტრია წარმოდგენილი მაგნიტურ-რეზონანსული და კომპიუტერული ტომოგრაფიები, პოზიტრონულ-ემისიური ტომოგრაფია, ინტრა და ექსტრაკრანიული დუპლექს-სკანირება, კომპიუტერული ელექტროენცეფალოგრაფია და სხვა.

M: საინტერესოა, რომ ნევროლოგს ხშირად მიმართავენ ნევროზის შემთხვევაში…

დიახ, ეს ხშირად ხდება. „ნევროზები“ ე.წ. მცირე ფსიქიატრიას მიეკუთვნება და არა ნევროლოგიას. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ ფსიქიატრთან ვიზიტი საზოგადოების დიდ ნაწილში ჯერ კიდევ სტიგმატიზირებულია, ისინი არჩევენ ნევროლოგთან ვიზიტს აღნიშნული პრობლემის დროს.

M: ყველაზე საინტერესო რა არის თქვენთვის ამ პროფესიაში?

უკვე ვახსენე ფრაზა – ტოპიკური დიაგნოსტიკა, როცა ფიზიკური გასინჯვისას ზუსტად შეგიძლია დაასახელო უბანი, სადაც მდებარეობს პათოლოგიური კერა. ყველა იმ მოდალობის სკულპულოზური გასინჯვის/შეფასების შემდეგ და მიღებული ინფორმაციის შეჯერებით მიდიხარ იმ წერტილამდე, რომელიც უნდა იყოს დაზიანებული. ბუნებრივია, მაღალტექნოლოგიურ კვლევებს აქ თავისი შეუცვლელი ფასი აქვს… და სწორედ ამის შემდეგ, დიაგნოსტიკური კვლევით რომ დასტურდება შენგან გასინჯვისა და ნეიროანატომიურ გზებში „ხეტიალის“ შედეგად გამოტანილი დასკვნა, ესაა უპირობოდ, ყველაზე დიდი აზარტი, რაც მედიცინის ამ მიმართულებას განასხვავებს ყველა დანარჩენისგან.

 

[R]

„სახის გარყვნილი ნიღბები“ გზავნილით: თუ დიზაინის გარჩევა შეგიძლია, ე.ი. დისტანციას არ იცავ!

დააზღვიე ავტომობილი ნახევარ ფასად!