შესაძლოა, ახლად აღმოჩენილმა ეგზოპლანეტამ, რომელიც ჩვენგან სულ რაღაც 200 სინათლის წლითაა დაშორებული, პლანეტარული მეცნიერების ერთ-ერთი საიდუმლო ამოხსნას. მეტიც, TOI-1075b ყველაზე დიდია აღმოჩენილ ეგზოპლანეტებს შორის და საკმაოდ მყარადაც დგას სივრცეში…
ახლად აღმოჩენილი ეგზოპლანეტის მასა 9.95-ჯერ აღემატება დედამიწის მასას, რაც აირისებრი სამყაროსთვის ძალიან მძიმეა. ხოლო, თუ სიმკვრივის მიხედვით ვიმსჯელებთ, ეს ეგზოპლანეტაც ისეთივე კლდოვანი უნდა იყოს, როგორც მერკური, დედამიწა, მარსი და ვენერა. მსგავსად კი, პლანეტების ფორმირებისა და ევოლუციის თეორიების შესასწავლად იდეალური კანდიდატიც ხდება.
TOI-1075b NASA-ს ეგზოპლანეტებზე მონადირე TESS-ის ტელესკოპმა აღმოაჩინა — ვარსკვლავების სუსტ და რეგულარულ ნათებებს აკვირდება, რაც გვთავაზობს, რომ ვარსკვლავები ეგზოპლანეტების ორბიტაზე მოძრაობენ. ასტრონავტებს შუქის მიხედვით ამ ეგზოპლანეტების რადიუსის დადგენაც კი შეუძლიათ.
შემდეგი მნიშვნელოვანი საკითხი ეგზოპლანეტის წონაა. TOI-1075b-ს ჩვენი მზის მასისა და რადიუსის დაახლოებით 60 პროცენტს მოიცავს, ანუ იგი დედამიწის მასის 9.95-ს უდრის. ამ მონაცემების დადგენით, მეცნიერებმა სიმკვრივის გამოთვლაც შეძლეს — 9.32 გრამი კუბურ სანტიმეტრზე, რაც დედამიწის სიმკვრივეს თითქმის ორჯერ აღემატება, მსგავსად, ყველაზე მკვრივი სუპერ დედამიწის კონკურენციაშიც კი ებმება.
ფიქრობენ, რომ მას წყალბად-ჰელიუმის ატმოსფერო უნდა ჰქონდეს, თუმცა მისი სიმკვრივე ჩვეულებრივ ატმოსფეროს არ შეესაბამება… TOI-1075b იმდენად ცხელია, რომ მისი ზედაპირი შეიძლება მაგმის ოკეანე იყოს, რომელიც აორთქლებული კლდის ატმოსფეროს წარმოქმნის.
კარგი ამბავი კი ის არის, რომ ჩვენ ამას, JWST-ს დახმარებით, მალე გავიგებთ. ატმოსფეროს ტიპის დადგენით კი პლანეტების ფორმირებისა და ევოლუციის აქამდე უცნობი დეტალები შეიძლება გამოვლინდეს ან ის, თუ როგორ კარგავენ სუპერ დედამიწები აირებს…