5
Sep
2019

აპლიკაცია, რომელიც ვიდეოსელფის გადაღების შემთხვევაში, წნევას გაგიზომავთ

5 Sep 2019

veon
veon


წნევის გაზომვა უკვე ვიდეოსელფის გადაღების შედეგადაა შესაძლებელი. აღნიშნული ტექნოლოგიური სიახლე ტორონტოს უნივერსიტეტის მკვლევარების სახელს უკავშირდება. ახალ ტექნოლგოგიას ტრანსდერმული ოპტიკური გამოსახულება (Transdermal Optical Imaging) ჰქვია. მისი გამოყენებით, სმარტფონის ოპტიკური სენსორი ირეკლავს ჰემოგლობინს, ადამიანის სახის კანის ქვეშ. ჰემოგლობინი ერთგვარი პროტეინია, რომელიც ადამიანის სხეულში/სისხლში ჟანგბადის მოძრაობას უზრუნველყოფს. მისი მოძრაობის გაზომვით ტექნოლოგია ზომავს წნევას.

კვლევის ფარგლებში, მეცნიერებმა გამოსცადეს ტექნოლოგია 1328 ადამიანზე. დადგინდა, რომ ტექნოლოგიას 96%-იანი აკურატულობით შეუძლია გაზომოს სისხლის წნევის 3 ტიპი – სისტოლური (მაღალი წნევა), დიასტოლური (დაბალი წნევა) და პულსი. მეცნიერთა გუნდმა, ტექნოლოგიაზე დაყრდნობით, სპეციალური აპლიკაცია, სახელად Anura შექმნა, რომელიც 30 წამიანი ვიდეოს გადაღების შემდეგ, მომხმარებელს წნევასა და გულისცემას გაუზომავს. როგორც პრეს-რელიზში ვკითხულობთ, აპლიკაციის ამოქმედებას მეცნიერთა გუნდი, დასაწყისისთვის, ჩინეთში გეგმავს. ეს ამ შემოდგომაზე მოხდება. ისინი იმედოვნებენ, რომ ტრანსდერმული ოპტიკური გამოსახულების ტექნოლოგიას ჰემოგლობინის მოძრაობის (სისხლის წნევის) გაზომვის გარდა, სამომავლოდ, სისხლში ქოლესტერინისა და გლუკოზის დონის დასადგენადაც გამოიყენებენ.

კვლევა ამერიკულ ჟურნალში – Circulation: Cardiovascular Imaging გამოქვეყნდა.

 

განხილვა