10
Jun
2019

რესტორანში აღებ მაცივარს და საპირფარეშოში ხვდები

10 Jun 2019

ჩინეთში, ლიაონინგის პროვინციაში ერთ-ერთი რესტორნის სტუმრების გაოცება მაცივრებმა გამოიწვია, უფრო სწორად, მაცივარ – საპირფარეშოებმა.

 

 

გაირკვა, რომ ჩვეულებრივი და „პეპსის“ ბრენდირებული მაცივრის კარს მიღმა საჭირო ოთახია და ეს დიზაინის ნაწილია. სველი წერტილები, ამ კონცეფციით, სპეციალურად, ორიგინალობის მიზნით დააპროექტეს. უჩვეულო ჩანაფიქრს, მომხმარებლების არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა. თქვენ რა რეაქცია გექნებოდათ, რომელიმე კურორტზე, ან დედაქალქში მაცივარ – საპირფარეშოები რომ დაგხვდეთ?!

 

განხილვა