in

თოიო: „პირველები ვართ, ვინც წარმოებაში ჩაუშვა სათამაშოები 0 თვიდან და უნიკალური ტექნოლოგია გვაქვს“

მე ანუკი ვარ, პროფესიით არქიტექტორი. ბოლო 6 წელი ღონისძიებების ორგანიზებით ვიყავი დაკავებული, სამი წლის წინ, ჩემი მეუღლე გიორგიც შემომიერთდა და ერთად გავაგრძელეთ ამ საქმის კეთება. პანდემიის დროს, შეგვეზღუდა საქმიანობა და დავიწყეთ ფიქრი, რა შეიძლებოდა შეგვექმნა ახალი, რაც ჩვენც მოგვეწონებოდა და სხვებშიც დიდ სიყვარულს გამოიწვევდა. სწორედ ასე, ერთ მშვენიერ დღეს გაჩნდა ხის სათამაშოების კეთების იდეა. გადავავლეთ თვალი ქართულ რეალობას და მივხვდით, რომ განსხვავებული სათამაშოების დეფიციტი ნამდვილად იყო. ასე შეიქმნა თოიო.

თოიო არის ხის განმავითარებელი სათამაშოების საწარმო. თითოეული სათამაშო ფუნქციურად მნიშვნელოვან როლს თამაშობს ბავშვის განვითარებაში. ხის სათამაშოებმა რაღაც პერიოდში დაკარგეს პოპულარობა, თუმცა ახლა სწორედ ის დროა როცა ბავშვებიც და მშობლებიც ხვდებიან მის უპირატესობებს, ჩვენი მიზანი არის ის რომ მომხმარებელს შევთავაზოთ ჯანსაღი, გამძლე, მრავალფუნქციური სათამაშო, რომელიც თაობებს გადაეცემა.

ჩვენი სათამაშოები ბავშვის სწორად განვითარებაზეა ორიენტირებული. დღეს, სულ უფრო მეტი მშობელი ზრუნავს, რომ დაბადების პირველივე წუთებიდან ბავშვს შესთავაზოს სწორი და დროული სათამაშო, მუდმივად არიან ინფორმაციის ძიებაში და ჩვენ სწორედ ამისთვის ვართ რომ მათ დავეხმაროთ ამ პროცესის სწორად წარმართვაში. ამასთან ერთად ჩვენი სათამაშო ხდება ბავშვის მუდმივი მეგობარი, რადგანაც ბავშვი მრავალი წლის განმავლობაში შეძლებს მის გამოყენებას სხვადასხვა ფუნქციით, ეს კიდევ ერთი მიზეზია თუ რატომ არის ჩვენი სათამაშო გამორჩეული, ხარისხთან და სილამაზესთან ერთად ის არ კარგავს აქტუალურობას.

ასეთი კომპანიები იქმნება საუკუნეში ერთხელ და ჩვენ გვჯერა იმის, რომ პანდემიის დროს გაჩენილი ეს იდეა ძალიან გრანდიოზულ შედეგებამდე მივა. ჩვენ გულით ვიგრძენით, რომ ეს საქმე უნდა დაგვეწყო და სწორედ ამიტომ მოვედით დღეს აქამდე, თითოეულ ჩვენ ნაბიჯში დიდი სიყვარულია საქმის და შემქნილი პროდუქტის მიმართ და ვთვლით, რომ სწორედ ასეთი ენერგიით გაჯერებული სათამაშო ჭირდება ახალ თაობას. ჩვენ ვამზადებთ ისეთ სათამაშოებს, რომლებსაც ანალოგი არ ჰყავს ქართულ ბაზარზე. ვართ პირველები, ვინც წარმოებაში ჩაუშვა სათამაშოები 0 თვიდან და გვაქვს უნიკალური ტექნოლოგია, რომლითაც ვამუშავებთ 0 დან 1 წლამდე სათამაშოებს, უსაფრთხოების ნორმების დაცვით.

როგორც ზემოთ ავღნიშნე მე ვარ პროფესიით არქიტექტორი. პროფესიული უნარები სათამაშოების შექმნის პროცესში გამოვიყენეთ. თითოეულ დიზაინზე სპეციალისტებთან ერთად ვმუშაობთ და გამოგვყავს ფორმები, რომლებიც აკმაყოფილებს კონკრეტულ სტანდარტებს და ამასთან ერთად, ვიზუალურად მისაღებია.

ბაზარზე წელიწადნახევარია ვართ და ამ დროის განმავლობაში, დავიმსახურეთ მომხმარებლის უდიდესი სიყვარული, სწრაფად მოვიპოვეთ პოპულარობა. ამავდროულად, გაიზარდა მოთხოვნა ჩვენს პროდუქციაზე, რომელსაც არსებული რესურსით ვერ ვაკმაყოფილებდით. სწორედ ამის გამო გადავწყვიტეთ Shark Tank-ში მონაწილეობა. მოლოდინი გვქონდა, რომ მოვიპოვებდით პარტნიორს, გამოცდილებას და ცოდნას, რაც დაგვეხმარებოდა სწრაფ ზრდაში, ვინაიდან გლობალური მიზნები გვამოძრავებს. პირველ რიგში ვამაყობთ იმით, რომ ასე მოკლე დროში შექმნილი კომპანიით დაინტერსდა ისეთი ადამიანი, როგორიც ილიაა და მან ჩვენში დაინახა სწორედ ის მუხტი და ენერგია, რაც ჩვენ გვეხმარება, ვაკეთოთ უნიკალური პროდუქტი და ვიყოთ პირველები.

ამ გამარჯვების შემდეგ, პირველ რიგში, დაჩქარდება პროცესები და დავეწევით მოთხოვნას, ჩვენი უნიკალური სათამაშოები წარმოდგენილი იქნება უფრო ბევრ წერტილში, სრულად ავთვისებთ ადგილობრივ ბაზარზე ჩვენს სეგმენტს და ეტაპობრივად, ექსპორტზეც გადავალთ.

 

ანუკი თევდორაძე – იდეის ავტორი


„შარქ თენქს“ საქართველოში პირველი არხი, Sony Pictures და სტენლი შოუ წარმოგვიდგენს. ასევე, შოუს გენერალური სპონსორია საქართველოს ბანკი ბიზნესი და VISA.

თავისუფლება ისე არ მოდის.. თავისუფლება გრძელი გზით მოდის

“სოციალური სივრცე” – ბუნებასთან შერწყმული გარემო მუსიკის და შემეცნების მოყვარულთათვის