in

ტოქსიკური სამუშაო გარემო დეპრესიის რისკს სამჯერ ზრდის!

მდგომარეობა საგანგაშოა!

დეპრესია მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მენტალური დაავადებაა. დაახლოებით 300 მილიონი ადამიანი განიცდის დიდ დეპრესიას, რაც უკვე მასშტაბურ “ტვირთად” იქცა კულტურებში. ეს განმეორებადი პრობლემაა, რამაც, შესაძლოა, ფუნქციური გაუფასურება, გაზრდილი ავადობა და დამანგრეველი სოციალური შედეგები გამოიწვიოს.

შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) შეფასებით, მსოფლიოს შრომისუნარიანი მოსახლეობის 22%, ანუ 614 მილიონი დასაქმებული მუშაობს ზეგანაკვეთურად – კვირაში 48 საათზე მეტს. ამ პრობლემამ განსაკუთრებით აქტიური სახე Covid-19-ის პანდემიის ფონზე მიიღო, რადგან დისტანციურ რეჟიმში უფრო ხშირია ზედმეტი სამუშაო საათები.

“მტკიცებულებები იმაზე მიუთითებს, რომ კომპანიები, რომლებიც თანამშრომლებს არ აჯილდოებენ, უსაზღვრო მოთხოვნებს უყენებენ და ავტონომიას არ ანიჭებენ, მნიშვნელოვნად ზრდიან მათი დეპრესიის რისკს” – ამბობს ემი ზადოუ, კვლევის წამყვანი ავტორი.

ზადოვმა და სამხრეთ ავსტრალიის უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფმა ავსტრალიაში სრულ განაკვეთზე მომუშავეთა მაგალითზე აწარმოეს კვლევა. პრინციპი მარტივი იყო – მკვლევრები აანალიზებდნენ, რომელ თანამშრომელს აღენიშნებოდა დეპრესია და შემდგომ განსაზღვრავდნენ, რა უშუალოდ სამსახურიდან რა ფაქტორები მოქმედებდა ამაზე.

შედეგები აშკარად იყო. იმ ორგანიზაციებში მომუშავე პირებს, რომლებიც მენტალურ ჯანმრთელობას არ ანიჭებენ უპირატესობას, სამჯერ უფრო ხშირია დეპრესიის დიაგნოზი. და მიუხედავად იმისა, რომ ზეგანაკვეთურ მუშაობას დიდი წვლილი მიუძღვის ამაში, ცუდი მენეჯმენტი კიდევ უფრო დიდი რისკის შემცველია.

მენტალური ჯანმრთელობის პრობლემები

მკვლევრებმა შემთხვევითობის პრინციპით შეარჩიეს ავსტრალიელი პერსონალი და მათ კომპიუტერული სატელეფონო ინტერვიუს სისტემის გამოყენებით დაუკავშირდნენ. მონაცემები 18 წელზე უფროსი ადამიანებისგან შეაგროვეს და მთლიანობაში 1000 დასაქმებული შეგროვდა სამხრეთ უელსიდან, სამხრეთ ავსტრალიიდან და დასავლეთ ავსტრალიიდან.

გარდა ზეგანაკვეთური მუშაობისა, ძირითადი აქცენტი ტოქსიკურ ურთიერთობებზეც კეთდებოდა. ეს უკანასკნელი იმით განისაზღვრება, თუ რამდენად ეფექტურად ურთიერთობენ კომპანიები თანამშრომლებთან ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებთან დაკავშირებით. ამასთან, ურთიერთობის ჩამოყალიბებაზე ისიც მოქმედებს, რამდენად აქტიურად ახალისებენ დასაქმებულები თანამშრომლებს/

კვლევის ფარგლებში სტანდარტული შეფასება იქნა გამოყენებული – თანამშრომლებს სთხოვეს დათანხმებოდნენ, ან პირიქით არ დათანხმებოდნენ გარკვეულ განცხადებებს. მაგალითად, “მენეჯერი ფიქრობს, რომ თანამშრომლის ფსიქოლოგიური ჯანმრთელობა ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც პროდუქტიულობა”. ასეთი ტიპის კითხვებმა ხელი შეუწყო სამუშაო ადგილზე ფსიქიკური ჯანმრთელობის საკითხების გააზრებას.

შედეგებმა აჩვენა, რომ ტოქსიკური სამუშაო გარემო ძირითადი დეპრესიის სიმპტომების 300%-ით მატებასთან ასოცირდება. გამოდის, კომპანიებში, რომლებშიც ფსიქიკური ჯანმრთელობის საკითხებისადმი ცოდნა თუ თანაგრძნობა არ არსებობს, დასაქმებულებს დეპრესიის მძიმე სიმპტომების განვითარების სამჯერ უფრო მეტი შანსი აქვთ.

“ზედმეტად სამსახურში ჩაფლული თანამშრომლები, შესაძლოა, იმდენად შრომისმოყვარეები იყვნენ, რომ იგნორირება გაუკეთონ დეპრესიული განწყობის ადრეულ სიგნალებს, გააგრძელონ მუშაობა და მძიმე დეპრესიული აშლილობები განუვითარდეთ” – წერენ მკვლევრები.

მართალია, კვლევა შედარებით მცირე მასშტაბისაა, მაგრამ ის დიდი მნიშვნელობის მატარებელია. ჯერ კიდევ პანდემიამდე ტოქსიკური სამსახურეობრივი ურთიერთობები შემაწუხებელ პრობლემას წარმოადგენდა. ახლა კი ამან კიდევ უფრო საგანგაშო სახე მიიღო და ნაკლებ სავარაუდოა, რომ სიტუაცია გამოსწორდება…

Mymarket-ის და თიბისი ბიზნეს კლუბის აქცია ბიზნესებისთვის

საქართველოს ბაზარზე, Mastercard ლიდერობს – რამდენი ბარათია მიმოქცევაში, 2021 წლის მონაცემებით?