ერთ მხარესაა ეფექტური სამსახურებრივი კულტურები და მეორე მხარეს ტოქსიკური გარემო… ამ ორს შორის კი ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი გამოვლინდა, რომ ადამიანები სამსახურში არაჰუმანურად ერთი მიზეზის გამოიქცევიან — ისინი არ გრძნობენ, რომ მათზე ვინმე ზრუნავს. ცუდად შეიძლება ჟღერდეს, მაგრამ სიმართლეც ეს არის. ადამიანებში სიყვარულისა და ზრუნვის ნაკლებობა, განსაკუთრებით მენეჯმენტის გუნდში, ძალაუფლების არაჯანსაღ განაწილებასა თუ სხვებზე კონტროლს გვაძლევს შედეგად.
პირდაპირ რომ ვთქვათ, როცა თქვენი მოტივი ადამიანების ქცევის კონტროლია, ძალაუფლებას შეიგრძნობთ, რაც არასწორ დაუმარცხებლობის განცდას გაძლევთ და გამორიცხავს სხვა ადამიანების საჭიროებების გათვალისწინებას. ხშირად მსგავსი ქცევები იმდენად ჭარბად გვხვდება სამსახურებრივ კულტურაში, რომ ვეღარც კი ვამჩნევთ მას. თუმცა არ გეგონოთ, რომ ტოქსიკური ადამიანები კარგად გრძნობენ თავს, ტოქსიკურ ძალაუფლებას ნეგატიური ეფექტები ახლავს თან, რაზეც ამ სტატიაშივე გესაუბრებით. მანამდე კი იმ 5 ნიშანს გაგიზიარებთ, რომლითაც ტოქსიკური უფროსებისა თუ თანამშრომლების იდენტიფიცირებას შეძლებთ:.
1. ჭორაობა
როცა ადამიანები სხვის ზურგს უკან ლაპარაკობენ, სხვებს ზიანს აყენებენ და მათ რეპუტაციასაც თავადვე განსაზღვრავენ… შესაძლოა, თქვენი ჭორიკანა კოლეგები ამას არ აღიარებდნენ, მაგრამ ისინი ამ დროს ძალაუფლების შეგრძნებით იღებენ სიამოვნებას.
2. მნიშვნელოვანი ინფორმაციების გამიზნულად დაყოვნება
ფრთხილად იყავით იმ ადამიანებთან, რომლებიც გამიზნულად აკონტროლებენ ან არ აზიარებენ მნიშვნელოვან ინფორმაციებს. მაგალითისთვის თუ კოლეგისგან მნიშვნელოვანი ინფორმაცია გჭირდებათ დედლაინის შესასრულებლად და ეს ადამიანი გამიზნულად გაწვდით ინფორმაციის მხოლოდ ნაწილს, ის ტოქსიკურია. მსგავსმა საქციელმა კი მას თქვენზე ძალაუფლების განცდა შეიძლება მისცეს.
3. საიდუმლოებების გაზიარება
ბევრ ჩვენგანს უყვარს საიდუმლოებების გაზიარება, კონფიდენციალური მონაცემებისა თუ ინფორმაციების, რადგან ამ მომენტებში ჩვენ ვაკონტროლებთ საუბარს. შესაძლოა, სხვა ადამიანების ამ საუბრებში ჩართვით ვცდუნდეთ, რეალურად კი არ ვიცოდეთ მისი ცუდი ზემოქმედების შესახებ. ამიტომ, თუ თანამშრომელი საიდუმლოს გაზიარებას შემოგთავაზებთ, ეს მკაფიო გამაფრთხილებელი ნიშანი უნდა გახდეს თქვენთვის, რომ ტოქსიკურ ადამიანთან მუშაობთ.
4. თანამდებობის ბოროტად გამოყენება
ყურადღება მიაქციეთ თქვენს მენეჯერს ან უფროსს. ბევრი თანამდებობას ბოროტად იყენებს, რათა ის გაგაკეთებინოთ, რაც სურთ ან დაგითანხმოთ იმ ქმედებებზე, რომლებზეც გუნდიც ფიქრობს, რომ უკეთესი ალტერნატივა აქვს. ზოგიერთი მენეჯერი დავალებების დელეგირებას მიზანმიმართულად არ აკეთებს, რადგან სურს, თავადვე გააკონტროლოს ძალიან პატარა გადაწყვეტილებებიც კი. ეს მიდგომა ცალსახად ტოქსიკურია, მენეჯერს კი კონტროლისა და ძალაუფლების განცდას აძლევს.
5. სხვების იდეების უარყოფა
როცა მენეჯერები ან თანამშრომლები არ იყენებენ გუნდის წევრების მიერ შეთავაზებულ იდეებს პროდუქტის გასაუმჯობესებლად, ეს მათ ძალაუფლების მცდარ შეგრძნებას აძლევს. ეს კი თანამშრომელთა დემოტივირების ხარჯზე ხდება და, რა თქმა უნდა, ტოქსიკურია…
ტოქსიკური ძალაუფლების ნეგატიური ეფექტები
ტოქსიკური ქმედებების ავტორებიც ნეგატიურ შედეგებს იღებენო, ზემოთ რომ გითხარით, ახლა ამ საკითხს განვიხილავთ დეტალურად და 5 საკითხზე მოგიყვებით:
- ისინი არასდროს არიან კმაყოფილნი ხანგრძლივი ვადით. როცა ძალაუფლება იკლებს, რაღაც ახლისკენ მიისწრაფვიან და ძალაუფლებაზე დამოკიდებულების უსასრულო ციკლში ეშვებიან.
- ძალაუფლების მქონე ადამიანები მუდმივად სასოწარკვეთილები არიან, ნაკლებად არიან მშვიდად და არც ძალაუფლებას მოაქვს მათთვის ხანგრძლივი ბედნიერება.
- ძალაუფლებისკენ მიდრეკილი ადამიანები ჩვეულებრივ ეგოისტები არიან, მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობენ და იშვიათად განიხილავენ სხვების კეთილდღეობას.
- ძალაუფლების მოყვარული ადამიანები ხშირად კარგავენ მუშაობის მოტივაციას.
- მათი გუნდის წევრები გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღებისა და შემოქმედებით უნარებს კარგავენ.
ახლა კი, რადგან უკვე ყველა თვისება იცით, რომლითაც ტოქსიკურ კოლეგებს დაადგენთ, ეცადეთ მეტად დაკვირვებულები იყოთ და მათ თავი დროულად აარიდოთ…