ტოკიოს ოლიმპიადა ძალიან მაღალი სოციალური პასუხისმგებლობითაა განთქმული. თუნდაც, გავიხსენოთ 2019 წელი, როცა ოლიმპიადის მედლები გადამუშავებული ნარჩენებისგან დამზადდა. ოლიმპიადის ორგანიზატორები მკაცრად მიჰყვებიან “ნულოვანი ნარჩენის” პრინციპს. წელს ოლიმპიადის “სოფელში” მუყაოს საწოლები დაიდგა, რომლებიც მონაწილეების მოსასვენებლადაა განკუთვნილი. საწოლები, რასაკვირველია, მდგრადია. როგორც ოლიმპიადის “სოფლის” გენერალური მენეჯერი ამბობს, აღნიშნული მუყაოს საწოლები სხვა, ხის საწოლებზე უფრო გამძლეა – იგი 200 კგ-ს უძლებს და მისი ზომა ყველაზე მაღალი ათლეტის სიმაღლის მიხედვითაა შექმნილი.
ოლიმპიადის ჩავლის შემდეგ, საწოლის მუყაოს ნაწილები გადამუშავდება და ქაღალდი ან რაიმე სხვა მასალა დამზადდება. ღონისძიების ორგანიზატორები ფიქრობენ, რომ აქ გამოყენებულ ლეიბებს მეორადი გამოყენებაც უპოვონ, თუმცა, არა როგორც ლეიბი, არამედ – სხვა ნივთი.
Cardboard beds await Tokyo 2020 Olympic athletes. The environmentally conscious sleeping arrangements were put on display for the first time at a mock apartment in Tokyo https://t.co/JXPgrqRZ1W pic.twitter.com/it1A885EPV
— Reuters (@Reuters) January 9, 2020
“ერთად პლანეტისთვის და ხალხისთვის!” – ამგვარია ოლიმპიადის დევიზი. არ იქნება გადაჭარბებული, თუ ტოკიოს ოლიმპიადას ერთ-ერთ ყველაზე ეკომეგობრულ ოლიმპიადად შევრაცხავთ. ისინი ხომ თითქოს იმას აკეთებენ, რაც ბევრისთვის წარმოუდგენელია..
სტატია მომზადებულია CENN-თან პარტნიორობის ფარგლებში