26
Jul
2019

„მწვანე“ ოლიმპიური მედლები – Tokyo 2020 გარემოზე ზრუნავს

26 Jul 2019

Tokyo 2020 (2020 წლის საზაფხულო ოლიმპიური თამაშები), როგორც აღმოჩნდა, ძალიან „მწვანე“ და მდგრადი იქნება – საორგანიზაციო კომიტეტის გადაწყვეტილებით, ოლიმპიური მედლები სრულად გადამუშავებული და მეორადი გამოყენების, ეკოლოგიურად სუფთა ნედლეულით დამზადდება. ნიმუშები 1 წლით ადრე უკვე მზად არის.

 

დიზაინერი Junichi Kawanishi-ია, რომელმაც 400 კაციან კონკურსში გაიმარჯვა და Tokyo 2020-ისთვის მედლების შექმნის ექსკლუზიური უფლება მოიპოვა. მან ნათელი და მკვეთრი ფერები აირჩია და საბოლოოდ ცოტა „დაუმუშავებელი, მაგრამ გაპრიალებული ქვის“ ვიზუალი მიიღო. ავტორის ჩანაფიქრით, მედლები იმ სინათლესა და ენერგიას გამოხატავს, რასაც სპორტსმენებისა და გულშემატკივრების მეგობრობა ქმნის.

Tokyo 2020-ის მთავარი ჯილდო შემადგენლობითაც გამორჩეულია – ოქროს მედალი 550 გრამი გადამუშავებული ვერცხლისგანაა დამზადებული და 6 გრამი ასევე გადამუშავებული ოქროთია დაფარული. ვერცხლის მედალი 550 გრამი გადამუშავებული ვერცხლით, ბრინჯაოს მედალი კი 450 გრამი გადამუშავებული სპილენძისა და თუთიის ნაზავით დაამზადეს. ეკოლოგიურად სუფთა მასალისაა საკიდი თასმებიც.

სტატია მომზადებულია CENN-თან პარტნიორობის ფარგლებში

განხილვა