11
Feb
2019

ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიადის მედლები ძველი გაჯეტებისგან დამზადდება

11 Feb 2019

ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიადისთვის მზადება უკვე დაიწყო. როგორც ცნობილი გახდა, ოლიმპიადის მედლები იმ ძვირადღირებული ლითონებისგან დამზადდება, რომლებსაც ძველი გაჯეტების პლატებიდან ამოიღებენ. საამისოდ კი მობილურებს, ლეპტოპებსა და სხვა მოწყობილობებს გამოიყენებენ. იმისათვის, რომ ეს გეგმა შესრულდეს, მსგავსი მასალის შეგროვება 2017 წელს დაიწყო. ორგანიზატორების საბოლოო მიზანი 30.3 კგ ოქროს, 4 100 კგ ვერცხლისა და 2 700 კგ ბრინჯაოს შეგროვებაა.

აღსანიშნავია, რომ საჭირო რაოდენობის მასალის მოსაპოვებლად ორგანიზატორები მიმართავენ როგორც იაპონიის მოსახლეობას, ისე კერძო ბიზნესებსა და ინდუსტრიებსაც. მედლების დიზაინის ნახვა საზოგადოებას წლის ბოლოს შეეძლება. აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა და მსგავსად შეგროვებული მასალით რიოს 2016 წლის ოლიმპიადის მედლების 30% იყო დამზადებული.

 

განხილვა