5
Apr
2019

ტოკიოში ქართული ღვინის გამოფენა მიმდინარეობს

5 Apr 2019

იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში გამოფენა “საქართველო – ღვინის სამშობლო” მიმდინარეობს. ექსპოზიცია 10 მარტს დაიწყო და 7 მაისის ჩათვლით გაგრძელდება. როგორც საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა, გამოფენისთვის აქტიურად იყენებენ თანამედროვე ტექნოლოგიებს.  ღონისძიების სტუმრები ეცნობიან ქართული ღვინის ისტორიას, კულტურასა და ტრადიციებს. პროექტი ეროვნულ მუზეუმთან ერთადაა შემუშავებული. გამოფენის მიზანია ქართული ღვინის იაპონურ ბაზარზე გატანას შეუწყოს ხელი. შეგახსენებთ, რომ 2017 წელს, ამავე კონცეფციის მასშტაბური გამოფენა ჩატარდა საფრანგეთის ქალაქ ბორდოში, სადაც საქართველო მსოფლიოს წინაშე “ღვინის სამშობლოს” სტატუსით წარდგა. გთავაზობთ ფოტოებს გამოფენიდან.

განხილვა