„თოლიამ“, საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, ქალაქის 2 სხვადასხვა ქუჩაზე ეკრანები განათავსა და ერთმანეთთან სრულიად უცხო ადამიანები დააკავშირა. ასეთია თამაშის წესები: მოთამაშემ თავის მეწყვილეს უნდა აუხსნას ეკრანზე გამოსახული სიტყვები ჟესტების ენაზე. გაიმარჯვებს ის წყვილი, რომელიც 2 წუთში, ყველა სიტყვას გამოიცნობს.
„გადავწყვიტეთ, 20 წელი „თოლიას“ მომხმარებლებისთვის საყვარელი ნაყინის სახელით მიგველოცა. მათ, ვინც ყველაზე კარგად შეძლეს კავშირის დამყარება ემოციებით, საუბრის გარეშე, განსაკუთრებული საჩუქრები მიიღეს“, – აცხადებენ „თოლიას“ გუნდში.














