in

Tom Ford-მა მსოფლიოში პირველი, ოკეანის პლასტმასასგან დამზადებული, საათი გამოუშვა

მსოფლიოში პირველი საათი, რომელიც ოკეანის გადამუშავებული ნარჩენებისგან არის დამზადებული, Tom Ford-მა გამოუშვა. საათის თითოეულ ნაწილზე ოკეანედან ამოღებული 35 ბოთლის ექვივალენტის პლასტმასია გამოყენებული. შესაბამისად, მისი მფლობელებისთვის ერთ-ერთი მთავარი მოტივაცია სწორედ გარემოზე ზრუნვა უნდა იყოს.

BOG
BOG

ახალი საათით ტომ ფორდმა Ocean Plastic-ის ხაზი განაახლა. მოდელის ჩარჩო შავ და თეთრ ფერებშია წარმოდგენილი. რაც შეეხება სამაჯურს, მას ხუთი განსხვავებული ფერით წარმოადგენს, ესენია: ლურჯი, შავი, თეთრი, ნარინჯისფერი და ყვითელი. ყველა ნაწილი 100%-ით ოკეანის პლასტმასასგან არის დამზადებული.

CR Fashion Book-ის განცხადებით, საათი არა მხოლოდ გადამუშავებული ნაწარმისგან არის დამზადებული, არამედ, ოკეანის პლასტმასას გრანულებისა და მისი ნაერთებისგან, რომლებიც მხოლოდ მზის ენერგიით იკვებებოდა. ახალი Ocean Plastic Sport-ის ფასი 1495 აშშ დოლარია.

ასეთია Coca-Cola-ს შეფუთვის განახლებული დიზაინი და ახალი გემო

კვანტური გამოთვლების სიზუსტემ ისტორიულ მაქსიმუმს, 99%-ს გადააჭარბა