ბოლო პერიოდში განსაკუთრებით გამწვავდა ხელოვნურად გენერირებულ გამოსახულებებთან დაკავშირებული ეთიკური საფრთხეები. ამის მიზეზი მარტივია: ტექნოლოგიის გაუმჯობესების ფონზე, გაცილებით მარტივი გახდა ყალბი ფოტოების თუ ვიდეოების შექმნა, რაც ნამდვილად არღვევს პირად ზღვარს. ამის შედეგია ტომ ჰენქსის უახლესი შემთხვევა, როდესაც სოციალურ მედიაში AI-ს მიერ გენერირებული ვიდეო გავრცელდა — მსახიობი კი სტომატოლოგიურ გეგმას უწევდა პოპულარიზაციას…
„ფრთხილად!! ეს არის ვიდეო, რომელიც სტომატოლოგიურ გეგმას აპირებს ჩემი AI ვერსიით. მე არაფერ შუაში ვარ“, — განმარტა მსახიობმა. რა თქმა უნდა, ამ კონტენტს არანაირი ზიანი არ მოუტანია არავისთვის, მაგრამ მზარდი შეშფოთების ნაწილია, თუ როგორ შეიძლება ხელოვნური ინტელექტის არასწორი მიზნებით გამოყენება.
ჯერ კიდევ გასულ წელს ჰენქსი საუბრობდა, რამდენად დიდ შესაძლებლობებს გვაძლევს AI კინემატოგრაფიის თვალსაზრისით — მაგალითად, როცა გარდაცვლილ მსახიობს მიანიჭებენ როლს… უბრალოდ, ამას თან ახლავს მხატვრული და კანონიერი გამოწვევები. „ხვალ შეიძლება ავტობუსი დამეჯახოს და სულ ესაა, მაგრამ ფილმებში მონაწილეობის მიღებას გავაგრძელებ. რა თქმა უნდა, ეს დიდ სირთულეებთანაა დაკავშირებული, მაგრამ დროთა განმავლობაში ეთიკური საკითხიც დაბალანსდება“.