მხოლოდ ერთი საათის მანძილზე, მზე დედამიწის ირგვლივ იმაზე მეტი ძალით ბრუნავს, ვიდრე მსოფლიო მთელი წლის განმავლობაში იყენებს… ამ ფაქტმა კი ფოტოგრაფი ტომ ჰეგენი შთააგონა — მისი სურათები იმ მცენარეებს ასახავს, რომლებიც ენერგიის განახლებად წყაროს იყენებენ.
„მზის ენერგიის სერიებში“ ფოტოგრაფი ელექტროსადგურებს ისე გვაჩვენებს, როგორც, მაგალითად, ჩიტები ხედავენ მას. კადრები ათობით კვადრატული პანელითაა დაფარული და ამერიკის, საფრანგეთისა და ესპანეთის ლანდშაფტებს მოიცავს. მათ შორისაა ივანპაჰის მზის ენერგიის ობიექტი, ნახევარმთვარის დიუნები, კონცენტრირებული მზის ელექტროსადგური — Gemasolar, მზის ელექტროსადგურები PS10 და Les Mées.
განიერ, წრიულ ნიმუშებში გაშლილი მბზინავი ინფრასტრუქტურის დიდი ნაწილი სარკეებს, ანუ ჰელიოსტატებს ეყრდნობა. ამის მიზეზი კი მზის შუქის შეგროვება და ცენტრალური სადგურისკენ მიმართვაა. ეს მეთოდი ორთქლის წარმოსაქმნელად მიღებულ სითბოს იყენებს, რომელიც შემდგომში ენერგიას გამოიმუშავებს. მზის ჩასვლის შემდეგ ენერგიის შესანახად კი ახალი მზის თერმული მცენარეები მდნარ მარილებს იყენებენ.
„ადამიანის მიერ შექმილი ლანდშაფტები ჩვენს ძალისხმევას აჩვენებს, რათა დახვეწილი გზებით უფრო მდგრადი მომავალი ავაშენოთ“, — ამბობს ტომ ჰეგენი.














