ტომ ჰინგსტონი ბრიტანელი გრაფიკული დიზაინერი და კრეატიული დირექტორია, რომელიც ცნობილია მსოფლიოს ცნობილ არტისტებთან თანამშრომლობით. ამჟამად იგი ახალ შოუს წარმოგვიდგენს, რომელიც V&A’s Fashioning Masculinities-ის კამპანიის შემადგენლობაში შედის და იკვლევს, თუ როგორ შექმნეს და შეასრულეს დიზაინერებმა, მკერავებმა და მხატვრებმა მამაკაცურობა. ჯილდოების მფლობელი ჰინგსტონი ქორეოგრაფ რასელ მალიფანტთან მუშაობდა, რათა კაცის ტანსაცმლის ისტორიის თხრობა საიტერესო გამხდარიყო. ჯულიან ბროუდის მიერ გადაღებულ კამპანიაში წარმოდგენილია სამი დიზაინერის, ჰარის რიდის, ნიკოლას დეილისა და გუჩის „ლუქები”.



სამივე ვარიაციას განსხვავებული სილუეტები აქვს – ჰარის რიდის „ჰაეროვანი და კაბის მსგავსი”, ნიკოლას დეილის „მკაცრი” და გუჩის „კლასიკური” სტილები. ფიგურები ოდნავ დაჭიმული, გრეხილი და ენერგიით დამუხტულია, რათა კომპოზიციებს მეტი დინამიკურობა ეტყობოდეს. მან უნდა გამოხატოს კაცის მოდის შესრულება და დეკონსტრუქცია. პლაკატები, რომლებიც ამ მიმართულებით დამზადდა, მთელ ლონდონშია მიმოფენილი. ეს მოძრავი პოსტერები მსოფლიო მოდის სიცოცხლით სავსეობასა და დინამიკას გამოხატავს.











