12
Dec
2018

ასტროფოტოგრაფ ტომ ლოუს „დროის პეიზაჟები“

12 Dec 2018

კინორეჟისორი ტომ ლოუ 1978 წელს, სამხრეთ კალიფორნიაში დაიბადა. სანამ ფოტოგრაფიასა და კინემატოგრაფიაში საკუთარ თავს იპოვნიდა, მანამდე, აშშ-ის სამხედრო სამსახურში მსახურობდა. 2010 წელს, ტომი საუკეთესო ასტროფოტოგრაფად დაასახელეს. ის იყო ერთ-ერთი პირველი, რომელმაც ფოტოგრაფიაში, თაიმლეფსის ტექნიკა გამოიყენა.

2012 წელს, ტომის ერთ-ერთი საუკეთესო ნამუშევარი, მისი სადებიუტო ფილმი, პირველი 4K თაიმლეფს ფილმი –  TimeScapes გამოვიდა, სადაც ამერიკის სამხრეთ დასავლეთი ნაწილის ლანდშაფტების, ადამიანებისა და ველური ბუნების გასაოცარ, შენელებულ კადრებს წარმოგვიდგენს. ლოუმ 2 წელი გაატარა პიკაპში, რომ ფილმისთვის მასალები მოეგროვებინა.

ფილმის სახელწოდების გარდა, TimeScapes პლატფორმაა, რომლის ფორუმზეც, ფოტოგრაფები იკრიბებიან და „თაიმლეფს“ ტექნიკის შესახებ მსჯელობენ.


„ვარსკვლავის დაბადება“


„კადრს მიღმა“

„ღრმა და ეპიკური წყალქვეშა საცხოვრებელი“


„კალიფორნიული ოცნება“

ტომ ლოუს ავტორობითაა შექმნილი, ასევე, დოკუმენტური ფილმი “Awaken“.

განხილვა