8
Nov
2016

გიორგი კეკელიძის ახალი წიგნის “თომას ზღაპრები” პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში 16 ნოემბერს გაიმართება

8 Nov 2016

kekelidze„საქართველოს უნივერსიტეტის გამომცემლობამ” გამოსცა ახალი წიგნი „თომას ზღაპრები“, რომლის პრეზენტაცია 16 ნოემბერს, 19:30 საათზე საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართება. ამ წიგნით შედგა, ქართველი ეროვნული ბესტსელერი „გურული დღიურების“ ავტორის, გიორგი კეკელიძის, როგორც მეზღაპრის დებიუტი.

 

გამომცემლობის მიზანი იყო ქართველი მკითხველისთვის შეეთავაზებინა ახალი და საინტერესო წიგნი. საუნივერსიტეტო გამოცემები უმეტესად სასწავლო და სამეცნიერო ხასიათის წიგნებზე, ახალ გამოცემებსა და თარგმანებზეა ორიენტირებული, თანამედროვე ავტორის მხატვრული ლიტერატურის გამოცემა კი ერთგვარი გამოწვევა იყო.

საქართველოს უნივერსიტეტის გამომცემლობის შეთავაზება ავტორმა საინტერესოდ მიიჩნია და ზღაპრების 4 სერიად გამოცემა გადაწყდა. რამდენიმეთვიანი მუშაობის შედეგად, გამოიცა პირველი სერია. თითოეულ სერიაში შედის 5 ზღაპარი. წიგნი განკუთვნილია 4 დან 10 წლამდე ბავშვებისთვის.

გიორგი კეკელიძის წერის მანერა  ინარჩუნებს ჩვეულ სტილს და ტექსტს მაქსიმალურად ადვილად გასაგებს ხდის, რაც ძალიან მნიშვნელოვანია პატარა მკითხველებისთვის.

„ეს ძალიან სპეციფიკური ჟანრია, ბავშვებს უკავშირდება. გარდასახვა მომიხდა. ბავშვობაში დაბრუნდე, თანაც ისე, რომ გაითვალისწინო თანამედროვე ბავშვის ენა საკმაოდ რთულია.“  – აცხადებს ავტორი 

coverთომასთან, ბაიბურასთან, ბებიასთან, თუთასთან, თომთესთან და ქალბატონ გადაბრუნდასთან ერთად ბავშვები და მშობლები საკუთარ წარმოსახვაში განიცდიან იგივე შეგრძნებებს, გამოცდილებას, თავგადასავლებს, რასაც ზღაპრის პერსონაჟები. მკითხველები “თომას ზღაპრების” მთავარ მოქმედ გმირებში ხშირად ამოიცნობენ საკუთარ თავს, მეგობრებს, შეყვარებულებსა და ბებიებს, დაბრუნდებიან საოცარ ბავშვობაში და ჯუჯებთან ერთად იმოგზაურებენ ზღაპრულ სამყაროში.

თითოეული ზღაპარი შთააგონებს მკითხველს თუ რამდენად დიდია კეთილი სიტყვის ძალა. ზღაპრებში კეთილი და ბოროტი ერთმანეთს არ უპირისპირდება. ავტორის მიგნება, აუხსნას პატარებს სიკეთის მნიშვნელობა და კეთილი საქმის კეთება, ისევ კეთილი ძალების დახმარებით შეძლონ, უდავოდ განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს და პატარა მკითხველებსაც დადებითი ემოციით განაწყობს წიგნის მიმართ.

ავტორის თქმით ეს მისი ერთგვარი დებიუტია. პირველადთომთეს ზღაპრებიშევქმენი, რომელიცჯეოსელისსასაჩუქრე აქციაში იყო წარმოდგენილი.  ეს პირველი მცდელობა გახლდათ. შემდეგ ჩემთან თანამშრომლობასაქართველოს უნივერსიტეტისგამომცემლობამ გადაწყვიტა. რამდენიმე ზღაპარი დავწერე, რომელიც, ვფიქრობ, საინტერესო იქნება პატარებისთვის.

ილუსტრაციების ავტორი სალომე ხოტივარი გახლავთ. მკაფიო, თბილი ფერები, სახასიათო სახეები პატარების ყურადღებას არანაკლებ იპყრობს.

პატარა და არამარტო პატარა მკითხველებისთვის წიგნის შეძენა შესაძლებელი იქნება საქართველოს უნივერსიტეტის წიგნების მაღაზიაში და „ბიბლუსის“ წიგნების მაღაზიათა ქსელში.

[R]

განხილვა