ბავშვი ყველაზე საყვარელი არსებაა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც რძეს მიირთმევს. ახალშობილი გეპარდიც საყვარელია, პანდაც და კოალაც. ზოოპარკის ახალშობილი ცხოველები ბოთლიდან იკვებებიან. Tommee Tippee-მ მათთვის აქცია წამოიწყო.
კომპანია ბავშვებისთვის სხვადასხვა ნივთებს აწარმოებს, მათ შორის, მრავალჯერად ბოთლებსაც. იმის დასამტკიცებლად, რომ ბოთლები მაღალი ხარისხისაა და მათი გამოყენება დიდი ხნის განმავლობაში შეიძლება, კომპანიამ წამოიწყო აქცია. მეორადი ბოთლები გადაეგზავნება იმ ორგანიზაციებსა და ზოოპარკებს, სადაც ახალშობილი ცხოველები ჰყავთ. თუ თქვენ გააგზავნით ძველ ბოთლს, იგი კიდევ ერთ პატარა, საყვარელ ცხოველს გამოკვებავს და გაზრდის. ეს აქცია სოციალურ ქსელში ჰეშთეგით #ParentOn გავრცელდა.
https://www.youtube.com/watch?v=E1O_DL6aNt0
ვიდეორგოლზე სააგენტო McCann–მა იმუშავა.