in

ყოველდღიური დამოუკიდებლობა შშმ პირებისთვის

ტანსაცმლის ამერიკულმა ბრენდმა – Tommy Hilfiger, შშმ პირებისთვის სპეციალური კოლექცია შექმნა. ბრენდის ინფორმაციით, ამერიკაში ხუთიდან ერთი ადამიანი შეზღუდულ შესაძლებლობებთან ერთად ცხოვრობს და ეს მოცემულობა მათ ყოველ დილით, დამოუკიდებლად ჩაცმასთან დაკავშირებული პრობლემით ახსენდებათ. რა არის დამოუკიდებლობა და რაში გამოიხატება ის? ბრენდის აზრით, ადამიანი დამოუკიდებლობას, ერთი შეხედვით, უმნიშვნელო დეტალებით შეიგრძნობს, მაგალითად, სხვების ჩარევის გარეშე ჩაცმის შესაძლებლობით. ამიტომაც, ბრენდის ახალ კოლექციაში – Tommy Adaptive, ადვილად ჩასაცმელი ტანსაცმელი შედის. აღნიშნული კამპანიისთვის ბრენდმა ვიდეორგოლი სარეკლამო სააგენტო Possible-სთან თანამშრომლობით მოამზადა.

M2

 

„ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის“ (GAU) გუნდში სიახლეებია

რა პასუხისმგებლობა აქვთ სამშენებლო კომპანიებს?