in

Tommy Hilfiger თავისივე მეორეული ტანსაცმლის გაყიდვას იწყებს

Tommy Hilfiger საკუთარი Depop მაღაზიის გახსნით მოდის წრიული მომავლისკენ მიისწრაფვის. თუმცა რა არის Depop? ეს ციფრული ბაზარია, სადაც ადამიანები ყიდულობენ ან ყიდიან ძველ და არასასურველ ტანსაცმელს — საუბარია მეორეული ტანსაცმელების ონლაინ მაღაზიაზე, რომელშიც წარმოდგენილ ნივთებს ახალი სიცოცხლის შანსი მიეცემათ. ბრენდი არასასურველ და დაზიანებულ ტანსაცმელსაც კი მიიღებს, შემდგომში გაახლებს და ისე წარუდგენს Depop-ის საზოგადოებას.

ამჯერად მაღაზიაში მაისურების, ქვედაბოლოების, კაბებისა და მოსაცმელების 100-ზე მეტი ვარიანტია ხელმისაწვდომი. რაც შეეხება ზომებს XXS-დან 3XL-მდე მერყეობს. თუმცა ამ ეტაპისთვის ციფრული მაღაზია მხოლოდ გაერთიანებულ სამეფოში იქნება ხელმისაწვდომი.

ეს Made by Tommy, Styled by Depop-ის პროექტის ნაწილია, რომელიც 3 პოპულარული გამყიდველის გამოცდილებას იმეორებს — Bythepeace, Livokai და Pascaleeliza. გამოდის, Depop-ის მაღაზია წრიულ მოდას უფრო ხელმისაწვდომს გახდის მათთვის, ვინც Tommy Hilfiger-ის თავდაპირველ მომხმარებლებს შორის არ არიან.

მეცნიერები ქმნიან ქსოვილს, რომელსაც ვირუსების მოკვლა შეეძლება

5 ვინტაჟური რეკლამა, რომლებმაც ინდუსტრია შეცვალა