1-ელი თებერვალი პაროლის შეცვლის დღედაა კალენდარში მონიშნული, რაც პირადი მონაცემების უსაფრთხოებას უკავშირდება. ამის შესახსენებლად, პაროლის მართვის პროგრამული უზრუნველყოფის კომპანია 1Password-მა და რაიან რეინოლდსის სააგენტო Maximum Effort-მა თემატური ვიდეორგოლი გადაიღეს.
იუმორისტულ რეკლამაში ტომი ვაისო მონაწილეობს — ექსცენტრიკული რეჟისორი, მსახიობი და პროდიუსერი. ამჯერად ის მსახიობს კლავიატურაზე აკრეფის მანერის გამო აკრიტიკებს. ცხადია, აქ „ცუდი მსახიობი“ ჰაკერის მეტაფორას წარმოადგენს.
ამის ფონზე კი, 1Password-ის პროგრამული უზრუნველყოფის უპირატესობებს ასახელებს და განმარტავს, როგორ იცავს ბიზნესმონაცემებს ცუდი მსახიობებისგან, რომლებიც ადვილად იპარავენ საჭირო ინფორმაციას.
რა თქმა უნდა, ძალიან ირონიულია, ტომი ვაისო „ცუდ მსახიობებს“ რომ უპირისპირდება, ვინაიდან მის ცუდ შესრულებაზე მთელი სფერო ხუმრობს. რეინოლდსმაც სარკასტულად გადაათამაშა იდეა და სახალისო ვიდეორგოლიც ამაზე ააგო.
აქვე გავიხსენოთ კლასიკა: