in

“Tomorrow Begins Today” — ახალი სამოტივაციო კამპანია ფინანსური კრიზისის დასაძლევად

NatWest-ის ახალი კამპანია “Tomorrow Begins Today” მომხმარებლებს აჩვენებს, რომ მათ შეიძლება ბევრი რესურსი ჰქონდეთ კრიზისის დროს ფინანსების სამართავად. რეკლამაში რამდენიმე ადამიანია წარმოდგენილი, სხვადასხვა ფინანსური მდგომარეობით.

ერთ ბიჭს სურს, ფული ახალი სპორტული ფეხსაცმლისთვის დაზოგოს; მეორე კადრში ასაკოვანი ქალი ჩანს, რომელიც უნივერსიტეტში ბრუნდება სასწავლებლად და ბოლოს ახალგაზრდა აღმასრულებელი დირექტორი საკუთარი ბიზნესის დაწყებას გადაწყვეტს. ბრიტანელი რეპერის, Lady Leshurr-ის, ენერგიული ხმა კი მომავალი თაობის გაძლიერებას ემსახურება, რათა მათ გზაზე არსებული დაბრკოლებების დაძლევაში დაეხმაროს.

რეკლამის ოპტიმისტური ატმოსფერო მკვეთრად ეწინააღმდეგება საზოგადოების განწყობას, როდესაც საქმე ფინანსებს ეხება. მაგალითად, ბრიტანეთში ამჟამად შექმნილი ფინანსური კრიზისის გამო მომხმარებელთა ნდობა ყველა დროის ყველაზე დაბალ მაჩვენებელზეა — Deloitte’s Consumer Tracking-ის მონაცემებით, მოსახლეობის 55% პესიმისტურადაა განწყობილი ერთჯერადი შემოსავლის მიმართ.

„ამ კამპანიის საშუალებით გვინდა, ხალხს იმის მოტივაცია მივცეთ, რომ სათანადო ზომები მიიღონ სამომავლო გეგმების უფრო სწრაფად განსახორციელებლად. დღევანდელი კლიმატის პირობებშიც კი ყოველთვის შეგვიძლია ვიმოქმედოთ, დაწყებული მცირე საკითხებით, დასრულებული სრული ბიზნესის შექმნით. ამ კამპანიით გვსურს ვაჩვენოთ, რომ მხარს დავუჭერთ ჩვენს მომხმარებლებს, რადგან ისინი ამ მნიშვნელოვან, მაგრამ ხშირად საშიშ პირველ ნაბიჯს დგამენ“, — განმარტავს მარგარეტ ჯობლინგი, NatWest-ის მარკეტინგის დირექტორი.

საგულისხმოა, რომ პროექტი შემდგომ განვითარდება გარე რეკლამით (OOH) და TikTok-ის შემქმნელებთან პარტნიორობით, რათა ფართო აუდიტორიას მიაღწიოს.

როგორ ეხმარება AR რეკლამა კომპანიებს მომხმარებელთან უკეთეს კომუნიკაციაში

ინვესტირება იქ, სადაც გამარჯვების ნაკლები შანსია