4
Oct
2018

რა არის ხვალინდელი ბიოგრაფია? Google-ის ექსპერიმენტი

4 Oct 2018

Elit Electronics


Google დიდ ძალისხმევას დებს Cloud-ის განვითარებაში და კორპორაციული მომხმარებლების მოზიდვის გარდა, სურს ღირსეული კონკურენცია გაუწიოს Amazon-ს, რომელიც დომინანტია ბაზარზე. ამ მიზნით, კომპანიამ სააგენტო Herezie-ს მიმართა, რომლის მიზანიც 10 უმსხვილესი კომპანიის CEO-ების ყურადღების მიპყრობა იყო. სააგენტომ ბრიფს საინტერესო გადაწყვეტა მოუფიქრა: უკვე არსებული მონაცემები ჩატვირთა Google Cloud-ში, საიდანაც დააგენერირა ინფორმაცია, თუ როგორი იქნება მათი უახლოესი 10 წელი. შეგროვილი მონაცემების საფუძველზე, სააგენტომ მიმართა გამომცემლობას, რათა არსებული ინფორმაციის მიხედვით ბიოგრაფიები შეექმნათ. ციფრული პროექტის ნაცვლად, ბიოგრაფიები, ბეჭდური სახით, თითო ეგზემპლარად გამოსცეს და სამიზნე აუდიტორიას, იმ 10 დირექტორს გაუგზავნეს. როგორი რეაქცია ჰქონდათ დირექტორებს, როდესაც თავიანთი ბიოგრაფია წაიკითხეს, ნახეთ ვიდეორგოლში.

 

განხილვა