in

TOMS Shoes – ბრენდი, რომელმაც მომხმარებლებში სოციალური პასუხისმგებლობა გააღვიძა

სამყაროში, სადაც ზოგიერთ ჩვენგანს ფეხსაცმლისთვის ცალკე სივრცე აქვს მოწყობილი, უამრავ ადამიანს ერთ წყვილი ფეხსაცმლის საშუალებაც არ აქვს და დახმარებას საჭიროებს. სწორედ ეს იქცა ერთ-ერთი ბრენდის ჩამოყალიბების მთავარ მოტივაციად, რომელსაც TOMS Shoes-ის სახელით ვიცნობთ. სანამ ფინჯან ყავას შეექცევით, სწორედ მასზე გიამბობთ.

TOMS Shoes-ის იდეა ანტრეპრენერ ბლეიკ მიკოსკის მოგზაურობისას დაებადა. 2006 წელს, არგენტინაში ჩასულ ბლეიკზე უამრავი ფეხშიშველი ბავშვი ნახვამ განსაკუთრებული გავლენა იქონია. ის გააოგნა ისეთ საბაზისო ნივთზე ხელმისაწვდომობის ნაკლებობამ, როგორიც ფეხსაცმელია. ბლეიკს ძალიან მოუნდა ამ პრობლემის მოგვარებაში საკუთარი წვლილის შეტანა.

შტატებში დაბრუნებული ბლეიკი დაფიქრდა ისეთი კომფორტული ფეხსაცმლის შექმნაზე, რომლის ყიდვითაც მომხმარებლები ავტომატურად დაეხმარებოდნენ ადამიანებს. ბლეიკმა ჩამოაყალიბა TOMS Shoes-ის კონცეფცია. ბრენდის მიზანი იყო მომხმარებლისთვის შეეთავაზებინა ფეხსაცმელი, ხოლო ყოველ გაყიდულ წყვილზე ერთ წყვილ ფეხსაცმელს სწორედ ზემოხსენებული პრობლემის წინაშე მყოფ ბავშვებს გაუგზავნიდა.

თავად სახელწოდება TOMS სიტყვა Tomorrow-ის (ინგ. „ხვალ“) შემოკლებული ვერსიაა. ის ეფუძნება იდეას, რომ ამგვარად, „ერთი ერთისთვის“ პრინციპით, კომპანია ეხმარება ადამიანებს და ამგვარად, მომავლის, ასე ვთქვათ, „ხვალინდელი დღის“ შექმნაში შეაქვს წვლილი.

TOMS Shoes ბაზარზე 2006 წელს გამოჩნდა. მარტივი კონცეფციის, ტილოს ფეხსაცმლის კოლექციით მან სწრაფად მიიქცია ყურადღება. მოდური და კომფორტული პროდუქტების დახმარებით, სწრაფად მოიპოვა პოპულარობა. კომპანიის საქველმოქმედო მისიამ ასევე შთააგონა მომხმარებლები და ისინი ხშირად ირჩევდნენ TOMS Shoes-ს, როდესაც სამყაროზე დადებითი ეფექტის მოხდენა სურდათ.

დაარსების დღიდანმ TOMS Shoes-მა მილიონობით წყვილი ფეხსაცმელი აჩუქა ბავშვებს მთელ მსოფლიოში. პარალელურად, კომპანიამ გააფართოვა თავისი პროდუქციის ხაზი და გარემოს დაცვის ინიციატივებშიც ჩაერთო. TOMS-მა, ასევე, დანერგა არაერთი ინოვაციური პრაქტიკა გარემოზე ზემოქმედების შესამცირებლად, რაც მას სოციალურად პასუხისმგებელი ბიზნესის სფეროში გამორჩეულ კომპანიად აქცევს.

რუბრიკის „ყავასთან საკითხავი“ წარმდგენია Dunkin’.

რა შეცვალა პანდემიამ ქართველი HR მენეჯერებისთვის?

იცხოვრე ისე, როგორც არავის უცხოვრია! – m²-ის ბრენდ პლატფორმის დიდი განახლება