in

როგორაა შესაძლებელი კომპიუტერის ენით მართვა, ანუ მოწყობილობა Tong

veon
veon

ბოლო დროს, ბევრი გვსმენია ტვინი-კომპიუტერის ინტერფეისზე, ანუ მოწყობილობაზე, რომელიც კომპიუტერის მართვას ფიქრით შეგვაძლებინებს. თუმცა, ალბათ, არ გსმენიათ ენა-კომპიუტერის ინტერფეისზე, რომელიც სხვადასხვა კომპიუტერული მოწყობილობის მართვას ენის მოძრაობაზე დაყრდნობით ხდის შესაძლებელს.

ასეთი მოწყობილობა, სახელად Tong დიზაინერმა დოროთი კლასენმა, სტომატოლოგიური რეტეინერისგან (მიკროპლასტმასის ტიპი) შექმნა. რეტეინერის ქვემოთ მოთავსებული სპეციალური, მაგნიტიანი ბურთი, უფრო სწორად, ამ ბურთის ენით გამოძრავება კომპიუტერში, სხვადასხვა ოპერაციის შესრულების შესაძლებლობას გვაძლევს. იმისათვის, რომ Tong კომპიუტერს დაკავშირებოდა, დიზაინერმა Wi-Fi გადამცემი გამოიყენა. გადამცემი ყურის ბიბილოზე მაგრდება, მოწყობილობის ძირითად ნაწილს კი, რომელიც სასაზე უნდა დაიმაგროთ, სილიკონით დაფარული წვრილი სადენით უკავშირდება. ქვემოთ მოცემული ვიდეო გვიხსნის მოწყობილობის მუშაობის პროცესს და ასევე, გვიჩვენებს, თუ როგორაა შესაძლებელი Tong-ის დახმარებით, მარტივი კომპიუტერული თამაშის თამაში.

აღსანიშნავია Tong-ის მნიშვნელობა შშმ პირებისთვის, უფრო კონკრეტულად კი მათთვის, ვისაც კიდურები პარალიზებული აქვს და ამ მიზეზით, კომპიუტერული მოწყობილობების გამოყენებას ვერ ახერხებს. Tong შეიძლება მათთვის ახალი შესაძლებლობა აღმოჩნდეს.

ძაღლთა თავშესაფრის დასახმარებლად, CARU, „რემაინდერ“ თასმებს ყიდის

„ქვითარი მოგებიანია!“ – „კარფური“, 8 წლის იუბილეზე, ერთგულ მომხმარებელს უსასრულო ქულებით, საჩუქრებით და აქციებით ელოდება!