in

ტონგას ამოფრქვევა ახალ საფრთხეებზე მიგვითითებს

გასულ წელს ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის ფიზიკოსმა ლარი პაქსტონმა კოსმოსის შესწავლის დროს შეამჩნია ის, რაც წესით არ უნდა მომხდარიყო — რუკის ნაწილი დაბნელდა. თუ გავიხსენებთ იმას, რომ პაქსტონი თანამგზავრზე დაფუძნებულ ინსტრუმენტებს იყენებს და ხედავს სინათლეს იმ სპექტრში, რომელიც ჩვენთვის უხილავია, ყველაფერი თავის ადგილზე დალაგდება. ამ შემთხვევაში კი შორეული ულტრაიისფერი განათების სხივები მოლეკულებმა შეიწოვა, რის შედეგადაც უზარმაზარი ლაქა წარმოიქმნა.

M2
M2

მიზეზი მალევე დაადგინეს, ეს ჰუნგა ტონგას ვულკანი იყო, რომელიც ახლახან წყნარი ოკეანის სამხრეთით ამოიფრქვა. აფეთქების შედეგად, ეს მოლეკულები ცისკენ ხმის სიჩქარეზე სწრაფად მოხვდა. მოლეკულები კი დაახლოებით იმ რაოდენობის იყო, რაც 100 000 ოლიმპიური აუზის ავსებას ეყოფოდა… 

წყლის უზარმაზარი რაოდენობაა იმისათვის, რომ ამ სიმაღლეზე მოხვდეს. ეს არაჩვეულებრივია!, — ამბიობს პაქსტონი. 

უკვე ერთი წლის შემდეგ კი მეცნიერებმა კვლავ პაქსტონის მსგავსი რამ დააფიქსირეს. ამჯერად ეს ახალი ვიბრაციული ტალღებია, რომლებმაც შორეული ოკეანის აუზებში ცუნამები გამოიწვია, ასე, ელვის ყველაზე მაღალი კონცენტრაციაც კი დაფიქსირდა

მეცნიერთა თქმით, მოლეკულები უზარმაზარ ფენას წარმოქმნიდა, რომელიც ატმოსფეროს ზედა ნაწილს იმდენი წყლით ავსებდა, რამდენიც სითბოს შესაკავებლად იყო საჭირო. ამის გამო კი, ვარაუდობენ, რომ მომდევნო წლებში დედამიწა ცოტათი უფრო თბილი გახდება. 

2022 წლის 15 იანვარს ამოფრქვევა ძალიან უცნაური იყო და ახლა მთავარი კითხვა მისი უნიკალურობის ირგვლივ ტრიალებს. მეცნიერ შეინ ქრონინის თქმით, ჰუნგას ამოფრქვევა ახალი ტიპის ვულკანის არსებობასა და, შესაბამისად, ახალ წყალქვეშა საფრთხეებზე მეტყველებს. თუმცა მაინც, მეცნიერებმა ფართოდ მხოლოდ რამდენიმე წყალქვეშა ვულკანი შეისწავლეს… 

თანაც, წყნარ ოკეანეში ბევრად მეტია ნაპოვნი, დიდი ქალაქებისა და პორტებისგან შორს, სადაც კვლევითი გემები ნავსადგურს ქმნის. მათი უახლოესი მეზობლები პატარა კუნძულოვანი ქვეყნებია, როგორებიცაა ტონგა, რომელსაც არ გააჩნია ვულკანის მონიტორინგის სპეციალური ან სეისმური მონიტორინგის პროგრამები. მიზეზი გეოგრაფიული საკითხებია… თუმცა ალტერნატივას აშშ-ის გეოლოგიური კვლევის სეისმური მონიტორინგის ქსელი წარმოგვიდგენს და უჩვეულო გეოლოგიური აქტივობის სრულ დაფარვასაც გვთავაზობს. მიუხედავად ამისა, სადგურები მაინც ძალიან ცოტაა იმისათვის, რომ წყალქვეშა ამოფრქვევების წინასწარმეტყველებაში დაგვეხმაროს. 

ჰუნგას ამოფრქვევა კი საკმაოდ საინტერესოდ დაახლოებით ერთი თვის მანძილზე ზუსტად ისე მიმდინარეობდა, როგორც მოსალოდნელი იყო — ზომიერად სასტიკი, მაგრამ მართვადი გაზითა და ფერფლით. შემდეგ კი ყველაფერი შეიცვალა, რასაც 2 მიზეზი აქვს: პირველი — მაგმის წყაროების არევა მსუბუქად განსხვავებული ქიმიური შემადგენლობებით, ამ დროს წარმოიქმნებოდა აირები და ფართოვდებოდა მაგმის მოცულობა. მეორე — დიდი ზეწოლის გამო კლდეებს ბზარი გაუჩნდა და მასში შესვლა ზღვის ცივმა წყალმა დაიწყო, რასაც შედეგად, მასიური ამოფრქვევა მოჰყვა, ტრილიონობით ტონა მასალა პირდაპირ კალდერას ზევით ამოიფრქვა, ნაწილმა კი, როგორც ჩანს, კოსმოსამდეც მიაღწია. 

ამ ყველაფერმა დიდი ცუნამები წარმოქმნა, რაც სრულიად ახალი საკითხია მეცნიერებისთვის. მანამდე მკვლევრები ფიქრობდნენ, რომ ეს მხოლოდ მაშინ იყო შესაძლებელი, როცა კალდერა დაირღვეოდა… გამოდის, წყალქვეშა ვულკანები იმაზე უფრო ექსტრემალურია, ვიდრე აქამდე ფიქრობდნენ. საქმეს კი ის ართულებს, რომ ამ საკითხის შესწავლას მრავალი გამოწვევა ახლავს თან, მაგალითად, აქტიურ კალდერაზე გემით ასვლა სარისკოა, შესაძლოა, აფეთქდეს ან ჩაიძიროს, თუმცა ტონგას შემთხვევაში ეს პრობლემა უფრო პატარა და ავტონომიური გემებით გადაჭრეს. 

მართალია, ამას უზარმაზარი ფინანსური რესურსი და დროც სჭირდება, მაგრამ ეს არ არის შეუძლებელი მისია მაშინ, როცა თანამედროვე ტექნოლოგიები არსებობს… ჰუნგა ტონგას ვულკანის შესწავლის უპირატესობა ის არის, რომ მეცნიერები ასე ახალ ვულკანურ მახასიათებლებზე დაკვირვებას შეძლებენ. მსგავსად, გაიგებენ, რომელ ვულკანებს უნდა მიაქციონ უფრო მეტად ყურადღება. მეტიც, ეს რუკები საბაზისო საკითხი გახდება სამომავლო კვლევებისთვის, ამჯერად კი, მეცნიერები გვეუბნებიან, რომ ოკეანე მშვიდია…

 

წყარო: Wired

„პორშე ცენტრი თბილისი“ — პირველი კომპანია საქართველოში, რომლის მომხმარებელიც მისი აქციონერი ხდება

ყველაფერი, რაც 2023 წელს ინფლუენსერ მარკეტინგის შესახებ უნდა იცოდეთ