in

Tonino Lamborghini x FK Development – გლობალური თანამშრომლობა და საკოლექციო უძრავი ქონების შექმნა

იტალიურ პრემიუმბრენდ Tonino Lamborghini-სა და ქართულ დეველოპერულ კომპანია FK Development-ს შორის გაფორმებული პარტნიორობით, იწყება ახალი ეტაპი საქართველოს უძრავი ქონების სექტორის განვითარებაში.

პროექტი ოფიციალურად იბრენდება სახელწოდებით Tonino Lamborghini Tower Batumi, რაც ასახავს ბრენდის ფილოსოფიას – “Luxury Beyond Time” – და წარმოადგენს პრემიუმარქიტექტურისა და იტალიური ესთეტიკის ჰარმონიულ შერწყმას შავი ზღვის სანაპიროზე.

პარტნიორობის შეთანხმება გაფორმდა იტალიის ქალაქ ბოლონიაში, სადაც მხარეებმა დაადასტურეს საერთო ხედვა და თანამშრომლობის გრძელვადიანი სტრატეგია.
ბრენდის სახელწოდების ოფიციალური გამოცხადება კი გაიმართა ბათუმში, მასშტაბურ ღონისძიებაზე, რომელსაც ესწრებოდნენ თავად ბატონი ტონინო ლამბორგინი და მისი გუნდი. სწორედ იქ, სიმბოლურად, დაფიქსირდა ახალი თავგადასავლის დაწყება FK Development-ისა და იტალიური ბრენდის ისტორიაში.

ბრენდისა და არქიტექტურის ერთიანობა

Tonino Lamborghini Tower Batumi განასახიერებს იტალიური ბრენდის ძირითად პრინციპებს – ინოვაციას, სტილსა და სრულყოფილებისკენ სწრაფვას – და სთავაზობს მფლობელებს უნიკალურ გამოცდილებას, რომელიც სცდება ტრადიციულ საინვესტიციო ჩარჩოებს.

ბრენდის ფილოსოფია აისახება თითოეულ დეტალში – არქიტექტურიდან ინტერიერამდე.

აპარტამენტები აღიჭურვება იტალიაში წარმოებული Tonino Lamborghini ავეჯით, ჭკვიანი სისტემებითა და პრემიუმ ხარისხის მასალებით, რაც სრულად გადმოსცემს ბრენდის ენერგიასა და ელეგანტურობას.

პროექტი განიხილება, როგორც საკოლექციო უძრავი ქონება, რომლის ღირებულება განისაზღვრება იშვიათობით, ბრენდის მემკვიდრეობითა და საერთაშორისო პრესტიჟით.

ხელმძღვანელების შეფასებები

ფრიდონ ქათამაძე, FK Development-ის დამფუძნებელი და ბათუმის კუნძულის პროექტის ავტორი:

„ჩვენთვის უდიდესი პატივია, შევქმნათ პროექტი, რომელიც აერთიანებს ქართულ ხედვასა და იტალიური ლეგენდარული ბრენდის გამოცდილებას. ეს არ არის მხოლოდ საინვესტიციო პროექტი – ეს არის ბრენდის DNA, რომელიც ასახავს ისტორიას, მემკვიდრეობასა და სტილს. ეს არის საკოლექციო ტიპის ექსკლუზიური ქონება, რომელიც მომავალ თაობებსაც გადაეცემა“.

ტონინო ლამბორგინი:

„ჩვენი მიზანია, ბრენდის ფილოსოფია გლობალურად გავავრცელოთ პარტნიორებთან ერთად, რომლებიც იზიარებენ ჩვენს ღირებულებებს – ხარისხს, ინოვაციასა და სტილს.

FK Development-თან თანამშრომლობა სწორედ ამ მისიის გაგრძელებაა – იტალიური ცხოვრების სტილის ახალი თავის გახსნა საქართველოში“.

კომპლექსი – Tonino Lamborghini Tower Batumi

Tonino Lamborghini Tower Batumi გახდება ბათუმის კუნძულის არქიტექტურული სიმბოლო – იტალიური სტილისა და თანამედროვე არქიტექტურის მანიფესტი შავი ზღვის სანაპიროზე.

FK Development-ის პროექტი აერთიანებს პრემიუმ მასალებს, დახვეწილ დიზაინსა და ტექნოლოგიურ სრულყოფილებას, რაც ქმნის თანამედროვე ცხოვრების სტილის ახალ და უნიკალურ გამოცდილებას.

31 ოქტომბერს ბათუმში გაიმართა ბრენდის ოფიციალური გალა-ღონისძიება, რომელსაც ესწრებოდნენ ბატონი ტონინო ლამბორგინი გუნდთან ერთად, FK Development-ის წარმომადგენლები, ელჩები, უძრავი ქონების ექსპერტები და სხვა საპატიო სტუმრები.

ღონისძიება გახდა საერთაშორისო პარტნიორობისა და ახალი ისტორიის დასაწყისის სიმბოლო, რომელიც აერთიანებს ქართულ ხედვასა და იტალიურ სრულყოფილებას.

[პარტნიორის კონტენტი]

საქართველოს ბანკის 5 პროექტი ევროპის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული სარეკლამო ფესტივალის- ADCE Awards 2025-ის შორთლისტშია

ქუჩებში „ვოლტის მოჩვენება“ კურიერები გამოჩნდნენ