in

ნახეთ: ტონი მეივისენის ჯადოსნური სამყარო

ტონი მეივისენმა თითქმის 70 წელი იმუშავა კომერციული ხელოვნების ინდუსტრიაში და ამ დროის განმავლობაში საკუთარი უნიკალური სტილი ჩამოაყალიბა. მისი ილუსტრაციები ფერადი, მიმზიდველი კომპოზიციებით და ფანტასტიკური სიუჟეტებით ხასიათდება. ამავდროულად, ისინი სავსეა უცნაური არსებებითა და საოცნებო პეიზაჟებით, რაც მხატვრის ბუნების სამყაროთი გატაცებაზე მეტყველებს.

აღსანიშნავია, რომ ტონი წიგნებისთვისაც ქმნიდა გარეკანის დიზაინებს — მათ შორის ისეთი საყვარელი ავტორებისთვის, როგორებიც არიან კ. ლუისი და შივა ნაიპოლი. ასევე, მისი ილუსტრაციები იქმნებოდა ჟურნალებისთვის, მათ შორის იყო Sunday Times Magazine და Radio Times… რომ აღარაფერი ვთქვათ ასანთის კოლოფების, სათამაშო ბანქოს, საფოსტო მარკებისა და სარეკლამო პროექტების დიზაინებზე.

„მან მოახერხა, კომერციული ხელოვნების სამყაროში ნახევარ საუკუნეზე მეტი ხნით ემუშავა და არასოდეს გამხდარიყო კომერციული. ტონის ნამუშევრების უკომპრომისო მისია ყოველთვის უნიკალური ფანტაზიის ნაყოფით შექმნილი პროდუქტი იყო, რომელიც პერფექციონისტის უნარებთან და სტანდარტებთანაა შერწყმული“, — წერს ბრიტანელი ნატურალისტი პიტერ მარენი.

საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტები LEGO-სა და ევროვიზიის კამპანიაზე იმუშავებენ

LUNAR 1969-ის საათი მთვარის ფრაგმენტს შეიცავს!