2015 წელს ინგლისში რაგბის ყველაზე დიდი და პრესტიჟული ფორუმი – მსოფლიო ჩემპიონატი ჩატარდება, სადაც ზედიზედ მეოთხედ საქართველოს ნაკრებიც – ბორჯღალოსნები – იასპარეზებენ. ბილეთების გაყიდვა 12 სექტემბრიდან დაიწყება, სწორედ ამ ფაქტს მიუძღვნეს ორგანიზატორებმა საკომუნკაციო კამპანია – Too Big To Miss – რომელიც წარმატებით გადმოსცემს გზავნილს და რაც მთავარია სრულად წარმოაჩენს რაგბის ფილოსოფიას, გუნდურობას და შეუპოვრობას. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია რგოლის ტექსტი (copy right) რომელიც გულგრის არავის დატოვებს. მოკლედ დიდ სარაგბო ფორუმანდე ერთი წელი და ერთი თვე დარჩა, ბილეთები კი უკვე იყიდება !