24
Dec
2019

23 საჭირო ხელსაწყო და აპლიკაცია მარკეტერებისთვის

24 Dec 2019

როგორ გავაუმჯობესოთ კონტენტის შექმნისა და სოციალური მედიის მართვის პროცესი? რომელი ციფრული ხელსაწყოები და აპლიკაციები გამოვიყენოთ? ამ სტატიაში 23 მათგანზე გესაუბრებით, რომლებიც თქვენს მარკეტინგულ ყოველდღიურობაში დაგეხმარებათ.

როგორ ვიპოვოთ საუკეთესო ემოჯი ჩვენი გზავნილისთვის?

ამაში Emojim გამოგადგებათ. ის სოციალურ მედიაში, ბლოგებსა და მარკეტინგულ მასალებში საჭირო ემოჯის მოძიებაში დაგეხმარებათ.

ემოჯის პოვნა ჩამოსქროლითაც შეგიძლიათ და საძიებო ფუნქციების საშუალებითაც, თემატური სიტყვების მითითებით. აპლიკაციით სარგებლობა უფასოა.

Facebook ღონისძიებების კალენდრის თქვენს კალენდართან მიბმა

ფეისბუქის ივენთების კალენდარი Facebook Event Calendar  საშუალებას გაძლევთ დაასინქრონოთ თქვენი ფეისბუკის ივენთები გუგლის, ეფლის ან აუთლუქის კალენდართან. ამ ხელსაწყოს გამოსაყენებლად, ფეისბუკის ივენთის ბმული უბრალოდ, Facebook Event Calendar-ის ინტერფეისში მოათავსეთ. აირჩიეთ, რომელი ივენთები მიაბათ – ყველა თუ ისინი, რომლებზეც წასვლას აპირებთ. ერთჯერადად მიბმის შემდეგ, გუგლის კალენდარი ავტომატურად განაახლებს თქვენს განრიგს. კალენდრით სარგებლობა უფასოა.

სტენოგრამა დაუმატოთ ვიდეოს

Quicc.io მობილური აპლიკაციაა, რომელიც AI-ს დახმარებით, ავტომატურად აგენერირებს სტენოგრამას და ვიდეოს ადებს. პროგრამას შეუძლია ტექსტის შესწორებაც, ფონტის ტიპის, ზომისა და ფერის შეცვლას, რომ თქვენს ბრენდინგთან მოვიდეს თანხვედრაში. აპლიკაცია ფასიანია და $12 ღირს.

სანიშნეში შენახული ბმულების ერთ ბმულად დამახსოვრება და გაზიარება URLList-ის საშუალებით უფასოდაა შესაძლებელი. ერთ ბმულში შესაძლებელია რამდენიმეს გაერთიანება, თუნდაც თემატურად. მაგალითად, ასე: “10 პოდკასტი, რომელიც უნდა მოისმინო”.

კინემატოგრაფიული ვიდეოების შექმნა iPhone-ით

24FPS by Polarr არის iOS აპლიკაცია, რომელიც საშუალებას გაძლევთ დაარედაქტიროთ და AI-ის საშუალებით, კინემატოგრაფიული ფილტრები დაადოთ მაღალი ხარისხის ვიდეოებს. პროგრამა უფასოა, თუმცა, პრემიუმ პაკეტი წელიწადში $29-დან იწყება.

ერთდროულად ჩაიწერეთ დესკტოპისა და ვებკამერის აქტივობა

RecordScreen.io-თი ეკრანისა და კამერის ჩანაწერის გაკეთებას შეძლებთ. ეს არც აპლიკაციაა და არც გადმოწერას საჭიროებს. უბრალოდ, უნდა ესტუმროთ ვებგვერდს და აირჩიოთ ჩაწერის შესაბამისი რეჟიმი. სერვისით სარგებლობა უფასოა.

ადამიანებისა და საგნების ფოტოებიდან გაქრობა Bye Bye Camera-ის საშუალებით შეგიძლიათ. მისი ღირებულება $3-ია. თუმცა, ამავე მიზნისთვის Snapseed-იც ძალიან გამოგადგებათ.

ფონის შეცვლა ფოტოზე AI-ს დახმარებით, PhotoRoom BG Photo Background Eraser-ით შეგიძლიათ. iOS აპლიკაცია არამხოლოდ წაგაშლევინებთ ფონს, არამედ შეგაცვლევინებთ და დამატებითი ეფექტებით გაგაფორმებინებთ კიდეც. აპლიკაცია უფასოა.

UTM (Urchin Tracking Module) URL-ების ერთ ბიბლიოთეკად შექმნისა და შენახვისთვის Simple UTM გამოგადგებათ. ეს offline მარკეტინგის შედეგების განსაზღვრას, ეს ხელსაწყო კამპანიის ბმულების დაგენერირებასა და მათი ერთ სივრცეში შენახვას ემსახურება. ხელსაწყოთი სარგებლობა უფასოა.

EmojiCopy უფასო ვებ-პლატფორმაა, რომელსაც ემოჯის ძიებისა და შექმნის ფუნქცია აქვს. ერთი ხელის მოსმით, შეგიძლიათ აირჩიოთ რამდენიმე ემოჯი და ჩასვათ იქ, სადაც გსურთ, დესკტოპსა თუ მობილურში.

ტვიტერის ფოტოების ინსტაგრამზე გასაზიარებლად უფასო აპლიკაცია Tuigram გამოგადგებათ. ის ტვიტებს ინსტაგრამ პოსტებად აკონვერტირებს. ყველა პოსტის სათითაოდ დასქრინვა და ხელახლა დაპოსტვაც აღარაა საჭირო.

ტვიტერში ბოტებისა და სპამერების აღმოსაჩენად, Circleboom გამოიყენეთ. ის დაგეხმარებათ ბოტებისა და არააქტიური ექაუნთების განსაზღვრასა და თავიდან მოცილებაში. სერვისის მისაღებად ამ ბმულს ეწვიეთ და ტვიტერის ავტორიზება გაიარეთ.

ონლაინ კონტენტის სწრაფად საკითხავად, რამდენიმე პუნქტად შეჯამებისთვის TLDR This-ის უფასო ფუნქცია გამოიყენეთ. ესაა Chrome-ისა და Firefox-ის გაფართოება, რომელიც სტატიებს, ვებგვერდებს და დიდ ტექსტებს რამდენიმე მარტივ პუნქტად აგენერირებს და საკითხავად მარტივს ხდის.

თუკი გსურთ სოციალური პლატფორმებისგან ცოტა ხნით შესვენება, გამოსვლის გარეშე, Detoxify.app გამოიყენეთ. ვებზე დაფუძნებული ეს ხელსაწყო სოციალური მედია აპლიკაციების მხრიდან ყურადღების გაფანტვისას გეხმარებათ. აპლიკაცია უფასოა და მისი აქტიურ ან პასიურ რეჟიმში გადაყვანაა შესაძლებელი.

გააზიარეთ ინსტაგრამის ფოტო ისე, თითქოს ის ტვიტერზე დაპოსტეთ პირდაპირ. ამაში Tweet Photo-ს უფასო ფუნქცია დაგეხმარებათ. ხელსაწყო ტვიტერისა და ინსტაგრამის ექაუნთებს აკავშირებს.

ორიგინალური ინსტაგრამ სთორების შექმნაში StoryArt შეგიძლიათ გამოიყენოთ. ესაა ერთდროულად ფოტო და ვიდეო რედაქტორი, რომელიც ტექსტის და ფერების დამატების საშუალებასაც გაძლევთ. აპლიკაცია უფასოა, თუმცა, აქვს პრემიუმ პაკეტიც, რომლის ფასი $10-დან იწყება.

ყურადღების გამფანტველების დაბლოკვა deprocrastination-ის უფასო ფუნქციით შეგიძლიათ. ესაა Chrome-ის პლაგინი, რომელსაც ბრაუზერის პროდუქტიულ მანქანად გადაქცევა შეუძლია, მაგალითად, გარკვეული პლატფორმების დროებით დაბლოკვით.

შეადარეთ სოციალური ქსელების სამართავად საჭირო ინსტრუმენტების ფასები აქ: socialmediatoolscomparison.com. ამგვარად, შეძლებთ გასცეთ პასუხი კითხვას: სოციალური ქსელის სამართავად რომელი ხელსაწყო გამოვიყენო?

ღამით უკეთესი ფოტოების გადაღება iOS აპლიკაცია NeuralCam-ით შეგიძლიათ. უფრო ნათელი, მკაფიო ფერების მიღება $3-ად არის შესაძლებელი.

აუდიო და ვიდეო რედაქტირება Descript-ის საშუალებით, ასე ხდება: ატვირთავთ თქვენს აუდიო ან ვიდეო ფაილს, აპლიკაცია კი მის ტრანსკრიპტს დაგიბრუნებთ და მისი შეცვლის საშუალებასაც მოგცემთ. Descript-ით სარგებლობა უფასოა, ფასიანი პაკეტი კი, $14-დან იწყება.

შეაერთეთ წინა და უკანა კამერების ჩანაწერები ერთ ვიდეოდ. DuetCam აპლიკაცია ორივე კამერის ჩანაწერის გაკეთების საშუალებას იძლევა. ეს იმ შემთხვევისთვის, თუკი გსურთ, ინსტაგრამ სთორებში ან დიდ ივენთზე საკუთარი სახეც გამოაჩინოთ და მიმდინარე მოვლენებიც. აპლიკაციის ღირებულება $3 დოლარია.

ინსტაგრამ შეტყობინება ახლო მეგობრებს. Threads ინსტაგრამ აპლიკაციაა, რომელიც მეგობრებთან დაცული პირდაპირი შეტყობინების გაგზავნაში დაგეხმარებათ. ის საკმაოდ სწრაფია და მისი საშუალებით, ინსტაგრამ სთორების კონკრეტული მეგობრებისთვის გაზიარებაც შეგიძლიათ. ის ძალიან ჰგავს ფეისბუკ მესენჯერს, მხოლოდ, ინსტაგრამისთვის. მას არ აქვს საჯარო სიახლეების კედელი, ის მთლიანად პირად მიმოწერებს მოიცავს.

თუკი კალენდარული დაგეგმვა რამდენიმე ადამიანთან ერთად გესაჭიროებათ, გამოიყენეთ აპლიკაცია Woven. აპლიკაციით ქმნით ბმულს, რომელშიც მონიშნულია თქვენი თავისუფალი დროები და მას უგზავნით სხვებს, რათა შესაბამისად დაგეგმონ თქვენთან შეხვედრა. აპლიკაცია უფასოა.

 

წყარო: socialmediaexaminer

განხილვა