ხმა ვიდეოს 50%-ს წარმოადგენს, ასე რომ, ცხადია, კარგი აუდიო აუცილებელია, ხარისხიანი ვიდეოს შესაქმნელად. ჩვენს ყოველდღიურობაში ძალიან ხშირად ვიღებთ კონტენტს და შემდეგ, ციფრული არხების საშუალებით ვავრცელებთ. უამრავ ვიდეოს აქვს ხმასთან დაკავშირებული პრობლემა. ზოგჯერ, კარგი მიკროფონი არ გვაქვს ან ფონური ხმა გვიფუჭებს საქმეს. დღესდღეობით, უკვე არსებობს ინსტრუმენტები, რომლებითაც ხარისხიანი ხმის შექმნასა და დამუშავებას შეძლებთ. ამ სტატიაში სწორედ ამ ტიპის ხელსაწყოებს გაგაცნობთ.
Adobe Podcast
თუ ჩართული ხართ მულტიმედიური კონტენტის შექმნაში, შეიძლება გსმენიათ Adobe Podcast-ის შესახებ. Adobe-მა ამ პროდუქტის შესახებ რამდენიმე თვის წინ განაცხადა და უამრავი სკეპტიკური აზრის მიუხედავად, დიდი მოწონება დაიმსახურა. ესაა ვოკალური ხელსაწყო გამოსადეგია იმ შემთხვევაში, თუკი ხმას ხარისხიანი მიკროფონის გარეშე იწერთ. Adobe Podcast მარტივია გამოსაყენებლად.
Dolby.io
Adobe Podcast Vocal Enhancer-ის უფრო დახვეწილი ვარიანტია Dolby.io-ს ვოკალური ხელსაწყო. თუ თქვენ იცით აუდიოს შესახებ ცოტა მაინც გესმით, ისიც გეცოდინებათ, რომ Dolby არის ინდუსტრიის ლიდერი. ამ დროისთვის, პლატფორმა უფასოა. ასე რომ, შეგიძლიათ მრავალჯერადად გამოიყენოთ.
Krisp AI
ეს ხელსაწყო მაშინ გამოგადგებათ, თუკი არც მიკროფონი გაქვთ და ფონური ხმაური ან ექოც შემაწუხებელია. Krisp AI არის ცოცხალი, რეალურ დროში მოქმედი აუდიო ხელსაწყო, რომელიც ფონურ ხმაურს წაშლის ნებისმიერი აუდიოჩანაწერიდან.
Eleven Labs
Eleven Labs არის ინდუსტრიის წამყვანი აუდიო დამუშავების პროგრამა. თქვენ შეგიძლიათ შექმნათ საკუთარი AI ხმა ნულიდან და ის წარმოუდგენლად რეალისტურად ჟღერს და არა რობოტულად. აპლიკაციის ფუნქციებით ბევრი რამის გაკეთება შეგიძლიათ ხმის ტონის, ტემპის და ყველაფრის დასარეგულირებლად.
წყარო: agorapulse