თუ ხელსაწყოების მაღაზიაში შეივლით და ჩაქუჩების სექცია ცარიელი დაგხვდებათ, შესაძლოა გაიფიქროთ, რომ ხელსაწყოების მაღაზია ჩაქუჩების გარეშე, უსიმებო გიტარას ჰგავს. ხოლო როცა იმედგაცრუებული გასასვლელისკენ გაეშურებით, გასაკვირი არ იქნება, თუ მაღაზიის წარმომადგენელი ისეთ მზერას გამოგაყოლებთ, როგორიც ადამიანს ტაშის ცალი ხელით დაკვრისას აქვს. ასეთი უცნაური შედეგები, შესაძლოა, გამოიწვიოს ფაქტმა, რომ ჩაქუჩების „მოყვარულმა“ ადამიანმა სრული მარაგი შეიძინა და კომპანიას ჯერ მისი შევსება არ შეუძლია. სააგენტო Droga5, ასეთი მეთოდით ცდილობს დაგარწმუნოთ, რომ პროდუქციის სწრაფი შევსება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და რომ ამის გაკეთება Barclaycard-ითაა შესაძლებელი. Droga5-ის მიერ შექმნილ კამპანიაში შეხვდებით ჩაქუჩების მოყვარულ მამაკაცს, რომელსაც ხელსაწყოების მაღაზიაში ყველა ჩაქუჩის შეძენა სურს.
რა მოხდება, თუ ხელსაწყოების მაღაზიაში ყველა ჩაქუჩს შეიძენთ?










