in

სად სვამენ ყველაზე მეტ ჩაის? – ტოპ 10 ქვეყანა

არ იქნება გასაკვირი, თუკი ვიტყვით, რომ მსოფლიო ყავისა და ჩაის მოყვარულ ადამიანებად იყოფა, თუმცა, თუკი აქამდე არ იცოდით, გეტყვით, რომ თურმე ჩაის მსმელი ადამიანი უფრო მეტია სამყაროში.

სინამდვილეში, ჩაი მეორე ყველაზე პოპულარული სასმელია წყლის შემდეგ. როგორც უკვე გიამბეთ, ჩაიმ თითქმის მსოფლიოს ყველა კუთხემდე მიაღწია და დღეს ადამიანები მას ყველანაირი ფორმით სვამენ. თუმცა, არსებობენ ქვეყნები, რომლებიც განსაკუთრებით დიდი რაოდენობის ჩაის მოიხმარენ, რადგან ეს სასმელი მათში როგორც კულტურა, ისე დამკვირდრდა.

სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ, გიამბოთ ჩაის მოყვარულ ტოპ 10 ქვეყანაზე, მაშ ასე:

თურქეთი

სიაში პირველი ნომერი თურქეთია და ალბათ ეს ფაქტი არც კი გაგაკვირვებთ. ამ ქვეყანაში ხალხი ყოველწლიურად სვამს 3,16 კგ ჩაის! როგორ არის ეს შესაძლებელი? მე-20 საუკუნეში შემოღებული ჩაი თურქეთში ყველაზე პოპულარულ ცხელ სასმელად იქცა. პოპულარობის ეს ნახტომი განპირობებულია იმით, რომ იმპორტირებული ჩაი ყავის ღირებულებაზე ბევრად ნაკლები იყო, რითაც ჩაი უფრო იაფ ალტერნატივად იქცა. დღესდღეობით თურქები ჩაის ლამაზ შუშის ჭიქებში მიირთმევენ, რათა მისი ფერი კარგად ჩანდეს.

ირლანდია

ირლანდია, რომელიც ცნობილია როგორც ზურმუხტის კუნძული, მდებარეობს ცივ, ჩრდილოეთ ატლანტის ოკეანის შუაგულში. აქ მცხოვრებლებს სჭირდებათ ფინჯანი ცხელი, ორთქლზე მოხარშული ჩაი, რათა ნაცრისფერი, ნისლიანი ზამთარი გადააგორონ. მოხმარების მაჩვენებელი აქ 2,19 კილოგრამია ადამიანზე, ხოლო უფრო ხშირად კი ისინი შავ ჩაის მიირთმევენ.

დიდი ბრიტანეთი

გაერთიანებული სამეფო საქვეყნოდ ცნობილია ჩაის კულტურითა და ცნობილი „ჩაის დროთი. დიდი ბრიტანეთის ხალხი ყოველწლიურად სვამს 1,94 კგ ჩაის. დიდ ბრიტანეთში ჩაის დალევას ხანგრძლივი ისტორია აქვს, რომელიც მე-18 საუკუნეში დაიწყო, როდესაც ვაჭრებმა ეს სასმელი ექსკლუზიურად წარმოადგინეს უმაღლესი კლასისთვის. საუზმესა და შუადღის ჩაის მიირთმევენ რძესთან, შაქართან და ზოგჯერ ლიმონთან ერთად.

ირანი

როდესაც ადამიანები სვამენ კითხვას „რომელი ქვეყანა სვამს ყველაზე მეტ ჩაის?“, ცოტას წარმოუდგენია ირანი მეოთხე ადგილზე. თუმცა, ეს სიმართლეა. სპარსული კულტურა დიდი ხანია მიჩვეულია ჩაის მასობრივ დალევას. ახლო აღმოსავლეთის ამ ქვეყნის სტატისტიკა ვარაუდობს, რომ ერთ სულ მოსახლეზე ყოველწლიურად 1,50 კგ ჩაი მოიხმარება.

რუსეთი

რუსეთს მრავალსაუკუნოვანი ჩაის კულტურა აქვს. ქვეყნის მოსახლეობის 80%-ზე მეტი სვამს მას, რაც ყოველწლიურად შეადგენს 1,38 კგ ჩაის ერთ სულ მოსახლეზე. აქ ყველაზე გავრცელებულია რუსული ქარავანის ჩაი, შავი ჩაი, რომელიც ქვეყანაში შემოვიდა 1600-იანი წლების ჩინეთ-რუსეთის სავაჭრო გზებით.

მაროკო

მეექვსე ადგილის მფლობელი მაროკოა – წელიწადში 1,22 კგ ჩაი ერთ სულ მოსახლეზე. უდავოდ ყველაზე მოთხოვნადი სახეობაა მაროკოს პიტნის ჩაი. ეს არის დენთის მწვანე ჩაი, რომელიც მორთულია პიტნის ჩაის ფოთლებით. მაროკოში მისი მიწოდება ხელოვნების ერთგვარი ფორმაა, რომელიც მოიცავს ჩაის მომზადების თითქმის რიტუალურ ცერემონიას.

ახალი ზელანდია

შეიძლება ნამდვილად გაგიკვირდეთ, თუმცა მეშვიდე ადგილს ნამდვილად ახალი ზელანდია იკავებს. აქ ყოველწლიურად ერთ სულ მოსახლეზე 1,19 კგ ჩაი მოდის. აქ ყველაზე პოპულარული ჩაი ეგზოტიკური ნარევებისაა და მას Earl Grey ეწოდება.

ჩილე

2018 წლის სტატისტიკის მიხედვით, ჩილე მერვე ადგილზეა ჩაის სასმელი ქვეყნების ათეულში. სამხრეთ ამერიკის ქვეყანაში მოხმარება შეადგენს 1,19 კგ-ს ერთ სულ მოსახლეზე წელიწადში. ეგრეთ წოდებული “ნამდვილი” ჩაი Camellia sinensis მცენარისგან მზადდება, რომელიც, სავარაუდოდ, ბრიტანელებმა შემოიღეს 1800-იან წლებში.

ეგვიპტე

მეცხრე ადგილი დაეთმო ეგვიპტეს, სადაც ერთი მოსახლე ყოველწლიურად 1,01 კგ ჩაის მიირთმევს. ეგვიპტელები მიირთმევენ შავ ჩაის დიდი რაოდენობით შაქრით (კოშარის ჩაი) ან თუნდაც ახალი პიტნის (საიდის ჩაი). კოშარის დალევა ყველაზე გავრცელებულია ჩრდილოეთ ეგვიპტეში, ხოლო საიდი გავრცელებულია სამხრეთ რეგიონებში. კიდევ უფრო პოპულარულია ჰიბისკუსის ჩაის პაკეტები (Karkadeh), მცენარეული ჩაის სახეობა, რომელიც დღეს ცნობილია არტერიული წნევის დაქვეითების უნარით.

პოლონეთი

ბოლო, მაგრამ, რა თქმა უნდა, არანაკლებ მნიშვნელოვანია პოლონეთი, 1.00 კგ ჩაის მოხმარებით წელიწადში ერთ სულ მოსახლეზე. ცივ პოლონურ ზამთარში უკეთესი არჩევანი შეუძლებელია გააკეთონ. ჩაი აქ გავრცელებულია მეფე იოანე II კაზიმირის (1609-1672) მეფობის დროიდან. ეს ნაწილობრივ მისი მეუღლის, მარია ლუდვიკა გონზაგას დამსახურებაა, რომელმაც ის სამეფო კარს წარუდგინა, რის გამოც მალევე ყოველდღიურ სასმელად იქცა.

რუბრიკის წარმდგენია მანნა.

ავტორი: თინათინ უგრეხელიძე

„ჯეპრა“, ეროვნულ არქივთან და კალიგრაფ დავით მაისურაძესთან ერთად, 3 ახალ შრიფტს შექმნის

თიბისიმ დეველოპერების განახლებული პორტალი გაუშვა