28
Jan
2019

რომელ ქვეყნებს აქვთ ყველაზე გავლენიანი ბრენდები [მსოფლიო რეიტინგი]

28 Jan 2019

კვლევითმა კომპანია World Brand Lab-მა მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი 500 ბრენდის რეიტინგი ქვეყნების მიხედვით შემოგვთავაზა. 2018 წლის მონაცემებით, რეიტინგში World’s 500 Most Influential Brands, 223 ბრენდი არის აშშ-დან, რაც იმას ნიშნავს, რომ ამერიკა ყველაზე გავლენიანი ბრენდების კუთხით, მსოფლიო ლიდერია, მას მოსდევს საფრანგეთი 43 ბრენდით და გაერთიანებული სამეფო 42 ბრენდით.

მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი ბრენდების მქონე ქვეყნების ჩამონათვალში მეათე ადგილს შვედეთი და სამხრეთ კორეა იყოფენ:

10. შვედეთი, ბრენდებით: IKEA, H&M, Electrolux, Absolut Vodka

10. სამხრეთ კორეა, ბრენდებით: Samsung, Hyundai, SK Holdings

9. ნიდერლანდები, წამყვანი ბრენდები: Shell, Philips, Heineken

8. იტალია, ბრენდებით: Gucci, Prada, Ferrari, Fiat
7. შვეიცარია, ბრენდებით: Nestle, Credit Suisse, Rolex, UBS

6. გერმანია, ბრენდებით: BMW, Mercedes-Benz, Volkswagen, Audi

5. ჩინეთი, ბრენდებით: State Grid, Tencent, Haier, ICBC

4. იაპონია, ბრენდებით: Canon, Sony, Toyota, Panasonic

3. გაერთიანებული სამეფო, ბრენდებით: Vodafone, BP, HSBC

2. საფრანგეთი, ბრენდებით: L’Oreal, Louis Vuitton, Chanel, Cartier, Dior

1. აშშ, ბრენდებით: Google, Amazon, Apple, Coca-Cola

აღსანიშნავია, რომ ამავე ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ ყველაზე გავლენიანი ბრენდების ათეულში, 10-დან 8 ამერიკული ბრენდია:

World Brand Lab-ის რეიტინგი დაფუძნებულია სამ ძირითად ინდიკატორზე – ბაზრის წილი, ბრენდისადმი ლოიალურობა და მსოფლიო ლიდერობა. კვლევის ექსპერტები 2004 წლიდან სწავლობენ 20 000-ზე მეტ მსოფლიო ბრენდს.

განხილვა