ტექნოლოგიურ სამყაროში რაღაც ახალი ყოველთვის ხდება, მაგრამ ცოტა მათგანი თუ ახერხებს დიდი ზეგავლენის მოხდენას. ამიტომ, გამოწვევას ემსგავსება იმის გაგება, თუ რა ინოვაციები დაიმკვიდრებს თავს მომავალში… World Economic Forum-მა კი ახლახან თავისი ვარაუდები გაგვაცნო ამ ამბის შესახებ და 2025 წლის ტოპ 10 განვითარებადი ტექნოლოგია გაგვაცნო, რომლებზეც ფიქრობს, რომ შემდგომ 3-5 წელში გლობალურ ცვლილებებს შემოგვთავაზებს.
განვითარებადი ბირთვული ტექნოლოგიები
ბირთვულ ენერგიაზე მოთხოვნა იზრდება და, ამის პარალელურად, ტრამპის ადმინისტრაციაც დებს ბირთვული პროექტებისთვის ნებართვების დაჩქარების პირობას. WEF-ის ვარაუდით, მცირე ზომის ბირთვული კონსტრუქციები და ალტერნატიული გაგრილების სისტემები უფრო უსაფრთხო და სუფთა ენერგიას მეტად დაბალ ფასად შემოგვთავაზებს. ფიქრობენ, რომ ეს რეაქტორები მნიშვნელოვან როლს შეასრულებს საიმედო, ნულოვანი ნახშირბადის ენერგოსისტემების მშენებლობაში.
სტრუქტურული ელემენტების კომპოზიტები
ბატარეების წონას განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ მანქანებსა და თვითმფრინავებში… საკმაოდ რთული საკითხია, რადგან ეს პირდაპირ აისახება მის ეფექტურობაზე. ხოლო ახალი მასალები, რომლებიც ინახავს ენერგიას, მანქანებსაც უფრო მსუბუქს ხდის, მის მუშაობასაც აუმჯობესებს და არც გარემოზე ზემოქმედებს უარყოფითად.
„თანამშრომლობითი სენსორები“
თუ მანქანებზე ვსაუბრობთ, დამაკავშირებელი სენსორებიც უნდა ვახსენოთ, რომლებიც მანქანებს რეალურ დროში ერთმანეთთან ინფორმაციის მიმოცვლის შესაძლებლობას სთავაზობს, ასევე, ქალაქებსა და საგანგებო სამსახურებსაც. ინციდენტის შემთხვევაში, შესაძლოა, ამან საცობები აგვარიდოს თავიდან, გაზარდოს რეაგირების დრო და გააუმჯობესოს უსაფრთხოება.
გენერაციული ნიშნები
ხელოვნური ინტელექტი ყველგან გვხვდება, ამიტომ მნიშვნელოვანია ორიგინალის AI-სგან განსხვავება. გენერაციული ნიშნები კი ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებულ კონტენტს უხილავ თეგს ამატებს, გვეხმარება მისინფორმაციების თავიდან არიდებასა და მომხმარებელთა ნდობის მოპოვებაში.
მწვანე აზოტი
დღეს სასუქის წარმოებას წიაღისეული საწვავი სჭირდება, რასაც დაბინძურებამდე და ნახშირბადის ემისიებამდე მივყავართ. მწვანე აზოტი კი, ამის ნაცვლად, ელექტრობას ეყრდნობა და საკვების მოყვანის მეტად მდგრად გზას გვთავაზობს.
GLP-1 პრეპარატები ნეიროდეგენერაციული დაავადებების სამკურნალოდ
ამ ეტაპისთვის GLP-1 პრეპარატები სიმსუქნისა და დიაბეტის სამკურნალოდ გამოიყენება. თუმცა WEF დიდ იმედებს ამყარებს სხვა დაავადებების მკურნალობაზეც, მათ შორის კი ალცჰაიმერსა და პარკინსონს ასახელებენ.
ავტონომიური ბიოქიმიური სენსორები
ჭკვიან სენსორებს კაბელების გარეშე შეუძლია მუდმივ რეჟიმში დააკვირდეს ცვლილებებს გარემოში ან თუნდაც ადამიანის ჯანმრთელობას. სამედიცინო სფეროს კი მათი დაავადებების ადრეული პროგნოზირებისთვის გამოყენება შეუძლიათ, როცა მეცნიერებს აძლევს შესაძლებლობას, თვალი ადევნონ დაბინძურების მაჩვენებლებსა თუ ტრენდებს ატმოსფეროში.
ნანოზიმები
ბუნებრივად წარმოქმნილი ფერმენტები დაბინძურების წმენდას უწყობს ხელს და სამედიცინო დიაგნოსტირებისას გამოიყენება. ამის ლაბორატორიაში დამზადებულ ვერსიებს კი ნანოზიმები ეწოდება, მეტად ძლიერი და იაფია, რაც მათი მრავალი მიმართულებით გამოყენების შესაძლებლობას გვთავაზობს.
„ცოცხალი თერაპია“
ხანგრძლივი სამედიცინო მომსახურება ძვირია და ხშირად არათანმიმდევრული შედეგები ახლავს თან. WEF-ის მიხედვით კი, მეცნიერები ახლა თერაპიებს ავითარებენ, რომლებიც სასარგებლო ბაქტერიებს ორგანიზმის სამკურნალოდ გამოიყენებს. ასე კი, შესაძლოა, ხარჯები შემცირდეს და წარმატების მაჩვენებლები გაუმჯობესდეს.
ოსმოსური ენერგიის სისტემები
განახლებადი ენერგიის წყარო წნევის სხვაობას იყენებს, რომელიც მაშინ იჩენს თავს, როცა მტკნარი და მარილიანი წყალი ერევა ერთმანეთს. პროცესში ელექტროენერგიის უფრო სუფთა ფორმას წარმოქმნის. ეს კი განსაკუთრებით გამოსადეგი შეიძლება იყოს სანაპირო ზოლისთვის, სადაც დიდი ყურადღება უნდა მიექცეს როგორც გარემოს, ისე ველური ბუნების დაცვის საკითხს.