in ,

2020 წლის მსოფლიოს 10 საუკეთესო სამუშაო ოფისი

სამუშაო გარემოს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს როგორც ჩვენს განწყობაზე, ასევე პროდუქტიულობაზე. 2020 წელს კი ამან ბევრად მეტი დატვირთვა შეიძინა… სახლებში გამოკეტილები მოვწყდით გარემოს, სადაც ვგრძნობდით, რომ საყვარელ საქმეს ვაკეთებთ.

ახლა კი შეგვიძლია, თვალი გადავავლოთ სამუშაო ოფისების საუკეთესო ათეულს. ვნახოთ, როგორი გარემო დატოვეს ადამიანებმა.

1) “Velocity” -ის სტუდია იაპონიაში

ოფისი ძირითადად ორ ნაწილად არის დაყოფილი – სამუშაო სივრცე და ადგილი, სადაც თანამშრომლებს განტვირთვა, ჭამა და ერთმანეთთან კომუნიკაცია შეუძლიათ. შენობის სახასიათო შტრიხს წარმოადგენს გაშლილი, კომფორტული სახურავი.

2) Olson Kuding-ის კაბინა შექმნილია სახლიდან მუშაობისთვის

ადამიანთა უმეტესობა მუშაობას სახლიდან განაგრძობს, რამაც ჩვენს წინაშე დააყენა აუცილებლობა იმისა, რომ სახლი ერთდროულად იყოს საცხოვრებელიც და ამასთანავე, სამუშაოდ კომფორტული. სწორედ ამ შთაგონების შედეგია შენობა, რომელსაც ახლა ვუყურებთ. სახლი, სამსახური და ველურ ბუნებასთან სიახლოვე – ყველაფერი სინთეზურად ერწყმის ერთმანეთს.

3) OMA, Axel Springer-ის შენობა

მშენებლობის დაწყებიდან 4 წელში OMA-მ ბერლინში Axel Springer-ის ნაგებობა დაასრულა. ეს არის სივრცე, რომელიც განკუთვნილია 3 000-ზე მეტ თანამშრომელზე. არქიტექტურული თვალსაზრისით, შენობის ხასიათს ჰქმნის ღია, გამჭვირვალე მინები.

4) Snøhetta-ს მიერ შექმნილი ხის საოფისე ნაგებობა

ASI Reisen-ის შენობა ავსტრიაში მდებარეობს და მას საოცარ ხიბლს სძენს ე.წ. “მწვანე ფარდა” – მცენარეული საფარი, რომელიც მთელ შენობას აკრავს. ამგვარი გადაწყვეტა გარკვეულ ჰარმონიას ჰქმნის ნაგებობასა და ბუნებრივ გარემოს შორის.

5) Arquitectura-G-ის მიერ შექმნილი სამუშაო ოფისი ბარსელონაში

Arquitectura-G-იმ მიტოვებული ქარხანა კულტურულ და შემოქმედებით ცენტრად გადააქცია, სახელწოდებით “მჟავა სახლი”. აქ გაერთიანებულია ბიზნესისა და მეწარმოებისთვის საჭირო სამუშაო სივრცე.

6) “სამუშაო სადგურის სალონი”

ეს კიდევ ერთი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება სამუშაო სივრცისა და საცხოვრებლის გაერთიანება, სადაც ორივე მათგანისთვის სრული კომფორტია მოწყობილი. გარემო კი, ამ შემთხვევაშიც ხელს უწყობს განტვირთვას.

7) MIA-ს მიერ შექმნილი სარკისებრი ოფისი

MIA-ს არქიტექტურის ოფისი ხასიათდება მეტისმეტად ამრეკლავი ზედაპირით, სადაც არქიტექტორის ოფისი და შეხვედრების ოთახია მოწყობილი, ყველა ტექნიკური მოთხოვნებით.

8) Brückner & Brückner – ის ნაძვის ხეების ფასადის მქონე ოფისი

ნაგებობის მთავარი შტრიხია ნაძვის ხეებით შექმნილი ფასადი, რომელიც, თითქოს, ტყის გაგრძელებას წარმოადგენს.

9) Foster + Partners – ის მიერ აგებული კორეის საბურავების კომპანიის სათაო ოფისი

ეს არის ათ სართულიანი შენობა, სადაც იატაკის ფირფიტები ტრიალებს ცენტრალური ატრიუმის გარშემო. გარედან შემომავალი ბუნებრივი სინათლე მთელ შენობაში თანაბრად ნაწილდება.

10) Büro Ole Scheeren-ის მომავლის სამუშაო გარემოზე მორგებული ოფისი

ამ ნაგებობას “ცოცხალ ორგანიზმს” უწოდებენ, რომელიც ხელს უწყობს მუშაობას და მომავლის გზების ერთობლივ ძიებას.

Voyager – შერეული რეალობის სათვალე, რომელიც უცხო ქალაქებში დახმარებას გაგიწევთ

2020 წლის შემაჯამებელი სახალისო Tweet-ების ბილბორდები ნიუ იორკის ქუჩებში