თუ ინვესტორთა იმ კატეგორიას მიეკუთვნებით, რომლებიც „შეიძინე და შეინახეს“ სტრატეგიით მოქმედებენ, ანუ სამომავლოდ მეტი მოგების მიღების მიზნით, მაქსიმალურად ინარჩუნებთ ფასიან ქაღალდებს, თქვენთვის საუკეთესო ვარიანტი გაცვლითი სავაჭრო ფონდები (ETFs) იქნება.
ინვესტორთა სიმბოლოდ ქცეულმა უორენ ბაფეტმაც აღნიშნა, რომ საფონდო ბირჟის ინდექსზე იერიშის მიტანა ძალიან რთულია. ამიტომ, მისი ცნობილი ანდერძის მიხედვით, რომლითაც ქონების 90% მეუღლეს უტოვებს, ინვესტიციები S&P 500 ფონდში უნდა ჩაიდოს.
რა თქმა უნდა, თქვენ უორენ ბაფეტივით ვერ მოიქცევით. რაც შეეხება გრძელვადიან ინვესტიციებს, უნდა აღინიშნოს, რომ ETF საკმაოდ მიმზიდველი ვარიანტია, მცირე თუ მსხვილი ინვესტორებისთვის.
რა არის ETF?
გაცვლითი სავაჭრო ფონდი, ანუ ETF არის შესაძლებლობა, ერთდროულად რამდენიმე აქციას თუ ფასიან ქაღალდს ადევნოთ თვალი. მისი მეშვეობით შესაძლებელია, ინვესტირება სექტორში, ინდუსტრიასა ან თუნდაც რეგიონში. ორმხრივი ფონდებისგან განსხვავებით, ETF საფონდო ბირჟაზე ჩვეულებრივი აქციების სახით ივაჭრება. თანაც, ასეთი ფონდები S&P 500 ინდექსში შემავალი კომპანიების შესახებ მონაცემების მოსაპოვებლად და ანალიზისთვის საუკეთესო საშუალებაა.
უორენ ბაფეტის მოსაზრებას ექსპერტთა საკმაოდ დიდი ნაწილი ემხრობა. სპეციალისტები თვლიან, რომ გრძელვადიანი ინვესტორებისთვის, პორტფოლიოს გასამდიდრებლად, გაცვლითი სავაჭრო ფონდები ფულის დაბანდების ყველაზე რელევანტური საშუალებაა.
ტოპ 3 ETF
ახლა, ETFs მათ შორის, სამ საუკეთესო ვარიანტზე გიამბობთ. თითოეული მათგანისთვის დამახასიათებელია მართული აქტივები (AUM), მოქმედების გრძელი ვადა და ხარჯების კოეფიციენტი.
გრძელვადიანი ინვესტიციისთვის ხელსაყრელი გაცვლითი სავაჭრო ფონდების სამეულიდან პირველს წარმოგიდგენთ კომპანიას The Vanguard Total Stock Market ETF (VTI). მისი მახასიათებლები ასეთია:
- ფასიანი ქაღალდების გამომშვები: Vanguard
- მართული აქტივები: $823 მილიარდი
- ერთწლიანი შესრულება: 9.00%
- ხარჯების კოეფიციენტი: 0.03%
ამ სიიდან მეორე The SPDR S&P 500 ETF (SPY)-ია, რომელსაც შემდეგი მახასიათებლები და მდგენები აქვს:
- ფასიანი ქაღალდების გამომშვები: State Street Global Advisors
- მართული აქტივები: $262 მილიარდი
- ერთწლიანი შესრულება: 10.15%
- ხარჯების კოეფიციენტი: 0.09%
ტოპ სამი ETF-ის მესამე მოთამაშე არის The iShares Core MSCI EAFE ETF (IEFA), შემდეგი მახასიათებლებით:
- ფასიანი ქაღალდების გამომშვები: iShares
- მართული აქტივები: $63 მილიარდი
- ერთწლიანი შესრულება: 0.15%
- ხარჯების კოეფიციენტი: 0.07%
ეს ყველაფერი სპეციალისტებისა და თავად ინვესტორების გამოცდილების შედეგად მიღებული ცოდნაა. ამ სტრატეგიის წარმატებულობაზე კონკრეტული „ქეისები“ მიუთითებს, თუმცა, ჩვენი რუბრიკისთვის მომზადებულ სტატიებში არაერთხელ გვითქვამს, რომ საბოლოო გადაწყვეტილება თქვენი პირადი ინტერესების გათვალისწინებით, რისკებისა და ბენეფიტების აწონ-დაწონვის შემდეგ უნდა მიიღოთ.
ვაჭრობა/ინვესტირება დაკავშირებულია მაღალ რისკებთან და იმ შემთხვევაშიც კი, თუ რეკომენდაციების შესაბამისად არის განხორციელებული, შესაძლოა, გამოიწვიოს არსებითი დანაკარგები, ისევე როგორც – მოგება. ამიტომ, დეტალურად უნდა გააანალიზოთ, რამდენად მისაღებია ვაჭრობა/ინვესტირება თქვენი ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით და შეგიძლიათ თუ არა, აიღოთ თანხის დაკარგვის მაღალი რისკი. ვაჭრობის/ინვესტირების განხორციელება არანაირი ფორმით არ უზრუნველყოფს მოგებას.
რუბრიკას წარმოგიდგენთ „გალტ & თაგარტი“, წამყვანი საინვესტიციო ბანკი საქართველოში, რასაც Global Finance-ს მრავალი ჯილდო ადასტურებს. კომპანია 20 წელია, ბაზარზე ფუნქციონირებს და როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო მომხმარებლებს სთავაზობს ყველა ტიპის საინვესტიციო მომსახურებას: საბროკერო და კვლევით მიმართულებებს, საინვესტიციო ბანკინგს, აქტივებისა და ქონების მენეჯმენტს.