25
მაი
2018

ხუთივე კატეგორიის საუკეთესო ნამუშევრები Young Lions Georgia 2018-დან

25 მაი 2018

18 მაისს, Young Lions Georgia 2018-ის დაჯილდოების ცერემონიაზე ცნობილი გახდა ის 5 გუნდი 5 კატეგორიაში, რომელიც საქართველოს სახელით, ივნისში, კანის კრეატიულ ფესტივალზე იასპარეზებს. გარდა ამ 10 მონაწილისა (5 გუნდი), კიდევ 20 კონკურსანტი დაჯილდოვდა ვერცხლისა და ბრინჯაოს პრიზებით. წარმოგიდგენთ 5-ივე კატეგორიის საუკეთესო 3 ნამუშევარს, რომელიც საერთაშორისო ჟიურიმ გამოავლინა:

დავიწყოთ Film-ის კატეგორიით. აქ მოცემული იყო დავალება, რომლის მიხედვითაც მონაწილეებს, მობილური ტელეფონის გამოყენებით, უნდა გადაეღოთ ერთწუთიანი ვიდეო, სადაც მოუწოდებდნენ არასრულწლოვნებს ალკოჰოლის მიღებისგან თავის შეკავებისკენ და ცხადად, კრეატიული ხერხების გამოყენებით წარმოაჩენდნენ იმ სამწუხარო შედეგებს, რომელსაც ამ ასაკში ალკოჰოლის მიღება იწვევს. საუკეთესო სამეული კი ასე გამოიყურება:

ოქრო – JWT Metro – სანდრო ციცქიშვილი და მაშო თევდორაშვილი

ვერცხლიLeavingstone – ბექა ადამაშვილი და სალომე ჟვანია

ბრინჯაოFollowFox – გურამ ასათიანი და ლუკა გაგლოშვილი

Film-ის კატეგორიაში შესრულებული ყველა ნამუშევრის სანახავად მიჰყევით ბმულს.


კატეგორია Digital-ში მოცემული ბრიფი ისეთი ციფრული გადაწყვეტის მოფიქრებას სთხოვდა მონაწილეებს, რომელიც საბაგიროს ავბედითი შემთხვევის შემდეგ, გუდაურის იმიჯს გააუმჯობესებდა. აღსანიშნავია, რომ კამპანია უნდა განხორციელებულიყო არასეზონურ პერიოდში. ამ კატეგორიის რჩეული ნამუშევრები ასე გამოიყურება:

ოქრო – WINDFOR’S – ცოტნე მაზმანიშვილი და თეონა შელია

ვერცხლი – branding.ge – ანი ჭყოიძე და მარიამ ჩხაიძე

ბრინჯაო – Leavingstone – ემილი ქორიძე და ელენე დანელია

Digital-ის კატეგორიაში შესრულებული ყველა ნამუშევრის სანახავად მიჰყევით ბმულს.


რაც შეეხება Print-ს. ეს იყო იმპულსი, რომელიც უნდა გაგზავნილიყო მომავალი ქართველი ფეხბურთელების მამებთან, რათა მიეცათ შვილებისთვის შანსი, გამხდარიყვნენ ვარსკვლავები. ბრიფი კი ეყრდნობოდა 1981 წლის თბილისის დინამოს გამარჯვების ფაქტს. ამ კატეგორიაში ოქრო ახალმა სარეკლამო სააგენტომ – Watergunz მოიპოვა.

ოქრო – Watergunz – ანა გუგუტიშვილი და ივანე ყუფარაძე

ვერცხლი – Saatchi&Saatchi – გვანცა დათუაშვილი და ლუკა ივანიძე

ბრინჯაო – Gepra – მარიამ მურადაშვილი და გიორგი ბოლქვაძე

Print-ის კატეგორიაში შესრულებული ყველა ნამუშევრის სანახავად მიჰყევით ბმულს.


Design-ის ბრიფი ეხებოდა სისხლის დონაციას საქართველოში და მონაწილეებს დაევალათ ისეთი სიმბოლოს შექმნა, რომელიც გადაეცემოდა დონორს, როგორც წამახალისებელი ჯილდო. ამ კატეგორიის საუკეთესო სამეული კი ასე გამოიყურება:

ოქრო – Leavingstone – ანუკი კონიაშვილი და გიორგი ბრეგვაძე

ვერცხლი – Dezzin – თამარ აბრამია და მიშა თოდუა

ბრინჯაო – BetterFly – ანუკა კვეზერელი და ელდარ ხალიბაური

Design კატეგორიის ნამუშევრები სრულად.


კატეგორია Young Marketers-ის მონაწილეებს დროსთან მიმართებაში საკმაოდ რთული დავალება შეხვდათ. მათ უნდა მოეფიქრებინათ პროდუქტი/სერვისი, თავიანთი კომპანიიდან გამომდინარე, რომელიც ხელს შეუწყობდა ქვეყანაში ღამის ეკონომიკის განვითარებას. საქართველოში, Young Marketers-ის კატეგორიის 4 წლიან ისტორიაში, დაფიქსირდა პირველი შემთხვევა, როცა ერთი და იმავე კომპანიის წარმომადგენლები გავიდნენ საუკეთესოთა სამეულში:
ოქრო – GIOVANNI MORRA – ნათია სვანიძე და პავლე გაბრიჭიძე – ნამუშევარი.
ვერცხლი – „ინებე“ – მარიტა გენებაშვილი და ლეკო შათირიშვილი – ნამუშევარი.
ბრინჯაო – GIOVANNI MORRA – მზიკო ლაპიაშვილი და მარიამ ლაპიაშვილი – ნამუშევარი.

კატეგორია Young Marketerს-ის ფარგლებში შესრულებული 10 საუკეთესო ნამუშევრის სანახავად შეგიძლიათ ეწვიოთ ბმულს.

განხილვა

ასევე ნახეთ